https://sputnik-georgia.com/20231130/ganatlebis-saministros-uplebamosileba-partovdeba-284618817.html
განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ფართოვდება - რას დაუჭირა პარლამენტმა მხარი
განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ფართოვდება - რას დაუჭირა პარლამენტმა მხარი
Sputnik საქართველო
ამჟამად ახალგაზრდული პოლიტიკა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T16:52+0400
2023-11-30T16:52+0400
2023-12-03T07:38+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.დეპუტატებმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.პროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების სამი მოსმენით მიღების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრიდან უწყებას ახალი სახელწოდება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ექნება.როგორც ადრე მთავრობაში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო თავისი პროგრამების ფარგლებში - დაწყებული სკოლით, პროფესიული და უმაღლესი განათლებით - ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.ეს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობასთან მუშაობის გაძლიერების მესამე მცდელობაა.2018 წელს , სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი ფუნქციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეითავსა. მაშინ შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო.თუმცა, 2021 წელს უწყება ორად გაიყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
განათლების სამინისტროს უფლებამოსილება ფართოვდება - რას დაუჭირა პარლამენტმა მხარი
16:52 30.11.2023 (განახლებულია: 07:38 03.12.2023) ამჟამად ახალგაზრდული პოლიტიკა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატებმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების სამი მოსმენით მიღების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრიდან უწყებას ახალი სახელწოდება - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ექნება.
როგორც ადრე მთავრობაში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო თავისი პროგრამების ფარგლებში - დაწყებული სკოლით, პროფესიული და უმაღლესი განათლებით - ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
ეს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობასთან მუშაობის გაძლიერების მესამე მცდელობაა.
2018 წელს , სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი ფუნქციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეითავსა. მაშინ შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო.
თუმცა, 2021 წელს უწყება ორად გაიყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.