https://sputnik-georgia.com/20231130/erovnul-banktan-arsebuli-davebis-ganmxilveli-komisia-musaobas-1-dekembers-daiwyebs-284619503.html
ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
Sputnik საქართველო
დავების განმხილველი კომისია უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T18:01+0400
2023-11-30T18:01+0400
2023-11-30T18:01+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_ff4503c46976461f03fdd3d01c85cc4d.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელ დეკემბრიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. დავების განმხილველი კომისია საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია. უწყების ცნობით, კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს. გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. დავების განმხილველი კომისიის შექმნა უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830171_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f2492a18eccddd6a741ef2b3790860f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 1-ელი დეკემბრიდან იწყებს
დავების განმხილველი კომისია უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საქმიანობას 2023 წლის 1-ელ დეკემბრიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
დავების განმხილველი კომისია საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია.
უწყების ცნობით, კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.
როგორც
განცხადებაშია აღნიშნული, საჩივარი შეიძლება ეხებოდეს საგადახდო ბარათის, ინტერნეტ/მობაილ-ბანკის საშუალებით ან სხვა გზით განხორციელებულ არაავტორიზებულ (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებულ), აგრეთვე არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციებს, მათი შესრულების ვადის დარღვევას, გადახდის ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს შემთხვევას.
გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია დავას ასრულებს მორიგებითაც. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
კომისია დავას განიხილავს არა უმეტეს 90 კალენდარულ დღეში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
დავების განმხილველი კომისიის შექმნა უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.