https://sputnik-georgia.com/20231130/cventvis-mnisvnelovania-piradi-kontaqtebi-afxazebtan-papuasvili-sambas-poziciis-sesaxeb-284627491.html
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები აფხაზებთან - პაპუაშვილი შამბას პოზიციის შესახებ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები აფხაზებთან - პაპუაშვილი შამბას პოზიციის შესახებ
Sputnik საქართველო
დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით და რა პროცესები, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T23:48+0400
2023-11-30T23:48+0400
2023-11-30T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:193:2048:1346_1920x0_80_0_0_0f76820d3abddff7a3c334aa4d6080b1.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი აფხაზ თანამოქალაქეებთან და პირადი კონტაქტები მათთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ოთხშაბათს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა დიალოგის მნიშვნელობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. როგორც ყოლბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შამბას პრაგმატული მიდგომა აქვს - ის ურთიერთობების დალაგების მომხრეა. იმის შესახებ, რომ დიალოგი აუცილებელია, ჟურნალისტებს შამბამაც განუცხადა.მისი თქმით, პრიორიტეტს წარმოადგენს დიალოგი, და ამ დიალოგის სხვადასხვა ფორმატი არსებობს.„ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი და მთავარი საკითხი, რომ არსებობდეს დიალოგი, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. როგორ წავა, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით თუ რა პროცესები, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, აღნიშნა მან.„ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.დიალოგის მონაწილეთა ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ზოგადი საკითხები და ასევე ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე თბილისსა და სოხუმს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_820d2e9bd00dddfb5553fe58393c449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები აფხაზებთან - პაპუაშვილი შამბას პოზიციის შესახებ
დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით და რა პროცესები, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი აფხაზ თანამოქალაქეებთან და პირადი კონტაქტები მათთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოთხშაბათს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა დიალოგის მნიშვნელობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. როგორც ყოლბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შამბას პრაგმატული მიდგომა აქვს - ის ურთიერთობების დალაგების მომხრეა. იმის შესახებ, რომ დიალოგი აუცილებელია, ჟურნალისტებს შამბამაც განუცხადა.
„კარგია, რომ დიალოგის სურვილი აქვთ. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და წარმატებული ქვეყნის აშენება. რა თქმა უნდა, ამისთვის მთავარია როგორც პირადი კონტაქტი, ისე დიალოგი. ვნახოთ, ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პრიორიტეტს წარმოადგენს დიალოგი, და ამ დიალოგის სხვადასხვა ფორმატი არსებობს.
„ყველა შემთხვევაში, პრიორიტეტი და მთავარი საკითხი, რომ არსებობდეს დიალოგი, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. როგორ წავა, რა ფორმატებით, რა ნაბიჯებით თუ რა პროცესები, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, აღნიშნა მან.
„ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დიალოგის მონაწილეთა ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა ზოგადი საკითხები და ასევე ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე თბილისსა და სოხუმს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.