ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

CC BY 2.0 / Flickr/ LongitudeLatitude / chocolate!შოკოლადი
შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართება.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას 30-მდე კომპანია, მათ შორის დამწყები სტარტაპერები და ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ.
ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული შოკოლადები, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებისთვის შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების, საახალწლო გვირგვინებისა და თათარას მოდუღების მასტერ-კლასიც გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში სანტა-კლაუსი, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტო-დეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ეკოგანმავითარებელი საახალწლო აქტივობები ბავშვებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0