https://sputnik-georgia.com/20231129/xelovnebis-muzeums-kidev-erti-dakarguli-naxati-daubrunda-284582508.html
კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ტილო დაუბრუნდა
კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ტილო დაუბრუნდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული სურათი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T15:17+0400
2023-11-29T15:17+0400
2023-11-29T15:17+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/76/236477646_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_d60d86862a389e7ffdd6c2fc381bf628.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ფრანგი მხატვრის ჟან სიმეონ შარდენის დაკარგული ნატურმორტი გადასცა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული ნატურმორტი 1994 წლის 27 ივლისს ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს.უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის.მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23647/76/236477646_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6c1a9714c38ca5744d9f7a18b9c44bed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ტილო დაუბრუნდა
აღნიშნული სურათი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ფრანგი მხატვრის ჟან სიმეონ შარდენის დაკარგული ნატურმორტი გადასცა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ნატურმორტი 1994 წლის 27 ივლისს ხელოვნების მუზეუმიდან ლუკას კრანახის „მაჭანკალთან“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერთან“ ერთად მუზეუმზე თავდასხმის შედეგად გაიტაცეს.
„მოგვიანებით სამიდან ორი ნამუშევარი - ლუკას კრანახის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რუისდალის „ჩანჩქერი“ - მუზეუმს დაუბრუნდა, ხოლო ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის.
მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.