https://sputnik-georgia.com/20231129/wyalqvesa-navebi-284649746.html
ახალი წყალქვეშა ნავები რუსეთის საზღვაო ძალებისთვის: მახასიათებლები და შესაძლებლობები
ახალი წყალქვეშა ნავები რუსეთის საზღვაო ძალებისთვის: მახასიათებლები და შესაძლებლობები
Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაციის მაღალტექნოლოგიური, ბირთვული სარაკეტო წყალქვეშა ფლოტის დინამიური განვითარება აწუხებს შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რადგან ის ართმევს მათ... 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T11:35+0400
2023-11-29T11:35+0400
2023-12-01T17:35+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284572798_0:101:3048:1816_1920x0_80_0_0_6202033511142a229b2e17d3e50fa9c4.jpg
რუსეთის ფედერაციის მაღალტექნოლოგიური, ბირთვული სარაკეტო წყალქვეშა ფლოტის დინამიური განვითარება აწუხებს შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რადგან ის ართმევს მათ ჰეგემონიის ილუზიას, უპირატესობისა და დაუსჯელობის განცდას.28 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგის „ადმირალის ვერფებზე“ რუსეთის საზღვაო ძალებმა ექსპლუატაციაში მიიღეს პროექტ 636.3-ის დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავი „მოჟაისკი“, რომელიც მეხუთეა "წყნარი ოკეანის სერიის" ექვსი კორპუსიდან (მეექვსე წყალქვეშა ნავის, „იაკუტსკის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“.სამხედრო-საზღვაო დროშის აწევის საზეიმო ცერემონია გაიმართა საზღვაო ძალების მთავარსარდალ ნიკოლაი ევმენოვის, „ადმირალის ვერფების გენერალური დირექტორის, ანდრეი ვეტელოვის, სსს-ის უფროსის მრჩევლის, ვლადიმირ კოროლიოვისა და მოჟაისკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მარია აზარენკოვას მონაწილეობით. ადმირალმა ევმენოვმა აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავს უძველესი რუსული ქალაქ მოჟაისკის სახელი ჰქვია, რომლის მოსახლეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშობლოს დაცვაში.„მოჟაისკი“ აღჭურვილია უახლესი ინერციული სანავიგაციო კომპლექსით, ინფორმაციისა და მართვის ავტომატური სისტემით, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“, მძლავრი ტორპედული იარაღით. სრული წყალწყვა — 3100 ტონა. სიგრძე – 73,8 მ, სიგანე – 9,9 მ, ჩაძირვის სიღრმე – 300 მ-მდე, წყალქვეშა სიჩქარე – 20 კვანძამდე. ავტონომია - 45 დღე. მოჟაისკის ეკიპაჟი 52 ადამიანია.პროექტ 636.3-ის მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავები შექმნილია მტრის წყალქვეშა ნავებისა და ზედაპირული ხომალდების წინააღმდეგ საბრძოლველად, საზღვაო ბაზების, სანაპირო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვისა და მტრის კომუნიკაციების დაზვერვა-პატრულირების მიზნით. დაბალ ხმაურიანი „ვარშავიანკები“ გამოირჩევიან სრულყოფილი არქიტექტურით და შეუძლიათ სამიზნეების აღმოჩენა იმ დიაპაზონში, რომელიც სამ-ოთხჯერ აღემატება მტრის მსგავს შესაძლებლობებს. ისინი რეგულარულად აჩვენებენ მაღალ საბრძოლო ეფექტურობას ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში.„მოჟაისკის“ გარდა, 2023 წლის ბოლოს რუსეთის საზღვაო ფლოტი გეგმავს სხვადასხვა პროექტის კიდევ სამი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაციას. რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია სწრაფი ტემპით მუშაობს. წყნარი ოკეანის ფლოტისთვის „ვარშავიანკას“ სერიის დასრულების შემდეგ, „ადმირალის ვერფები“ პროექტ 636.3-ის ექვსი წყალქვეშა ნავის ახალ სერიას დაიწყებს ჩრდილოეთ ფლოტისთვის.ოკეანის ფარგლებიდასასრულე უახლოვდება სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერ „იმპერატორი ალექსანდრე III-ის“ სახელმწიფო გამოცდები. 5 ნოემბერს „იმპერატორის“ ეკიპაჟმა თეთრი ზღვიდან წარმატებით გაუშვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „ბულავა“ კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე კურას პოლიგონზე. ფლოტს უკვე აქვს სამი „ბორეი-A“, მიმდინარეობს კიდევ სამის მშენებლობა. 2020 წლიდან რუსეთის საზღვაო ძალები ყოველწლიურად იღებენ ერთ „ბორეის“.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე აღნიშნა, რომ საზღვაო ძალებში ატომური წყალქვეშა ნავის, „იმპერატორ ალექსანდრე III-ის“ ექსპლუატაციაში შესვლით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი საზღვაო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში 100%-ს მიაღწევს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ფლოტის საბრძოლო მომზადების ინტენსივობა წლის განმავლობაში გაიზარდა 20%-ით, ხოლო საზღვაო ძალების აღჭურვილობის დონემ სამხედრო და სპეციალური ტექნიკის თანამედროვე მოდელებით მიაღწია 74%-ს.თითქმის მზად არიან ახალი წლის საბრძოლო მწყობრში შესახვედრად მრავალფუნქციური სუბმარინა „კრასნოიარსკი“ და დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავი „კრონშტადტი“ (ჩრდილოეთის ფლოტისთვის).ატომურ წყალქვეშა ნავ "კრასნოიარსკს", რომელიც მძლავრი ნაღმ-ტორპედური და სარაკეტო იარაღითაა ("ონიქსი", "კალიბრი", "ცირკონის" კომპლექსები) აღჭურვილი, შეუძლია წყალქვეშა, ზედაპირული და სანაპირო მიზნების პოვნა და განადგურება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ტერიტორიაზე. „იასენ-M-ის“ წყალქვეშა წყალწყვა 13 ათასი ტონაა, სიგრძე 130 მ, სიგანე 13 მ, სიჩქარე 30 კვანძამდე (55 კმ/სთ). ჩაძირვის სიღრმე – 480 მ-მდე, ავტონომია – 100 დღე. დიაპაზონი პრაქტიკულად შეუზღუდავია. ბირთვულ ენერგეტიკულ დანადგარს შეუძლია იმუშაოს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საწვავის შეცვლის გარეშე. ავტომატიზაციის მაღალმა დონემ შესაძლებელი გახადა წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 64 ადამიანამდე შემცირება.„კრასნოიარსკი“ გახდება მეორე მეოთხე თაობის მრავალფუნქციური წყალქვეშა კრეისერი წყნარი ოკეანის ფლოტში. პირველი, ვინც წყნარი ოკეანის ფლოტში შევიდა, იყო „ნოვოსიბირსკი“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 2022 წლის დეკემბერში. საზღვაო ძალები 2025 წელს პროექტ 885М-ისკიდევ ორი მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავის მიღებას გეგმავს — „პერმისა“ და „ვლადივოსტოკისა“.რუსული გემთმშენებლობის შესაძლებლობები, ტექნოლოგიები და კომპეტენციები პასუხობს დროის გამოწვევებს. შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ 2028 წლისთვის საზღვაო ფლოტი მიიღებს 9-ვე დაგეგმილ ბირთვულ წყალქვეშა ნავს. ოთხი მათგანი გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს მშფოთვარე წყნარ და მსოფლიო ოკეანეებში.რუსეთის მზარდი სამხედრო ძალა უკიდურესად შემაშფოთებელია პენტაგონისა და ნატოსთვის, ართმევს აგრესორებს დაუსჯელობის განცდას, აიძულებს მათ გამოიგონონ კონტრსტრატეგიები და ახალი მარიონეტულიკონფლიქტები.აშშ-ის მთავრობამ გუშინ გამოაცხადა პენტაგონის თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს დახურული შეხვედრები დეკემბრის დასაწყისში, ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე. პენტაგონი 2050 წლამდეანტირუსული სტრატეგიის განსაზღვრას აპირებს. პარალელურად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 ნოემბერს გამოკვეთა ალიანსის „ორი ფუნდამენტური ამოცანა“ მომავლისთვის— სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმისთვის და „ესკალაციის პრევენცია, ამ კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში გადაქცევის თავიდან აცილება რუსეთსა და ნატოს შორის“. სტრატეგია „დანის პირზე“ დასავლეთსკარგს არაფერს ჰპირდება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284572798_63:0:2794:2048_1920x0_80_0_0_95e5098e265aedae8f57fbf9b663139e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის ფედერაციის მაღალტექნოლოგიური, ბირთვული სარაკეტო წყალქვეშა ფლოტის დინამიური განვითარება აწუხებს შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რადგან ის ართმევს მათ ჰეგემონიის ილუზიას, უპირატესობისა და დაუსჯელობის განცდას.
28 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგის „ადმირალის ვერფებზე“ რუსეთის საზღვაო ძალებმა ექსპლუატაციაში მიიღეს პროექტ 636.3-ის დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავი „მოჟაისკი“, რომელიც მეხუთეა "წყნარი ოკეანის სერიის" ექვსი კორპუსიდან (მეექვსე წყალქვეშა ნავის, „იაკუტსკის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“.
სამხედრო-საზღვაო დროშის აწევის საზეიმო ცერემონია გაიმართა საზღვაო ძალების მთავარსარდალ ნიკოლაი ევმენოვის, „ადმირალის ვერფების გენერალური დირექტორის, ანდრეი ვეტელოვის, სსს-ის უფროსის მრჩევლის, ვლადიმირ კოროლიოვისა და მოჟაისკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მარია აზარენკოვას მონაწილეობით. ადმირალმა ევმენოვმა აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავს უძველესი რუსული ქალაქ მოჟაისკის სახელი ჰქვია, რომლის მოსახლეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშობლოს დაცვაში.
„მოჟაისკი“ აღჭურვილია უახლესი ინერციული სანავიგაციო კომპლექსით, ინფორმაციისა და მართვის ავტომატური სისტემით, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“, მძლავრი ტორპედული იარაღით. სრული წყალწყვა — 3100 ტონა. სიგრძე – 73,8 მ, სიგანე – 9,9 მ, ჩაძირვის სიღრმე – 300 მ-მდე, წყალქვეშა სიჩქარე – 20 კვანძამდე. ავტონომია - 45 დღე. მოჟაისკის ეკიპაჟი 52 ადამიანია.
პროექტ 636.3-ის მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავები შექმნილია მტრის წყალქვეშა ნავებისა და ზედაპირული ხომალდების წინააღმდეგ საბრძოლველად, საზღვაო ბაზების, სანაპირო და საზღვაო კომუნიკაციების დაცვისა და მტრის კომუნიკაციების დაზვერვა-პატრულირების მიზნით. დაბალ ხმაურიანი „ვარშავიანკები“ გამოირჩევიან სრულყოფილი არქიტექტურით და შეუძლიათ სამიზნეების აღმოჩენა იმ დიაპაზონში, რომელიც სამ-ოთხჯერ აღემატება მტრის მსგავს შესაძლებლობებს. ისინი რეგულარულად აჩვენებენ მაღალ საბრძოლო ეფექტურობას ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში.
„მოჟაისკის“ გარდა, 2023 წლის ბოლოს რუსეთის საზღვაო ფლოტი გეგმავს სხვადასხვა პროექტის კიდევ სამი წყალქვეშა ნავის ექსპლუატაციას. რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია სწრაფი ტემპით მუშაობს. წყნარი ოკეანის ფლოტისთვის „ვარშავიანკას“ სერიის დასრულების შემდეგ, „ადმირალის ვერფები“ პროექტ 636.3-ის ექვსი წყალქვეშა ნავის ახალ სერიას დაიწყებს ჩრდილოეთ ფლოტისთვის.
დასასრულე უახლოვდება სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა კრეისერ „იმპერატორი ალექსანდრე III-ის“ სახელმწიფო გამოცდები. 5 ნოემბერს „იმპერატორის“ ეკიპაჟმა თეთრი ზღვიდან წარმატებით გაუშვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „ბულავა“ კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარე კურას პოლიგონზე. ფლოტს უკვე აქვს სამი „ბორეი-A“, მიმდინარეობს კიდევ სამის მშენებლობა. 2020 წლიდან რუსეთის საზღვაო ძალები ყოველწლიურად იღებენ ერთ „ბორეის“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე აღნიშნა, რომ საზღვაო ძალებში ატომური წყალქვეშა ნავის, „იმპერატორ ალექსანდრე III-ის“ ექსპლუატაციაში შესვლით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი საზღვაო სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში 100%-ს მიაღწევს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ფლოტის საბრძოლო მომზადების ინტენსივობა წლის განმავლობაში გაიზარდა 20%-ით, ხოლო საზღვაო ძალების აღჭურვილობის დონემ სამხედრო და სპეციალური ტექნიკის თანამედროვე მოდელებით მიაღწია 74%-ს.
თითქმის მზად არიან ახალი წლის საბრძოლო მწყობრში შესახვედრად მრავალფუნქციური სუბმარინა „კრასნოიარსკი“ და დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავი „კრონშტადტი“ (ჩრდილოეთის ფლოტისთვის).
ატომურ წყალქვეშა ნავ "კრასნოიარსკს", რომელიც მძლავრი ნაღმ-ტორპედური და სარაკეტო იარაღითაა ("ონიქსი", "კალიბრი", "ცირკონის" კომპლექსები) აღჭურვილი, შეუძლია წყალქვეშა, ზედაპირული და სანაპირო მიზნების პოვნა და განადგურება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ტერიტორიაზე. „იასენ-M-ის“ წყალქვეშა წყალწყვა 13 ათასი ტონაა, სიგრძე 130 მ, სიგანე 13 მ, სიჩქარე 30 კვანძამდე (55 კმ/სთ). ჩაძირვის სიღრმე – 480 მ-მდე, ავტონომია – 100 დღე. დიაპაზონი პრაქტიკულად შეუზღუდავია. ბირთვულ ენერგეტიკულ დანადგარს შეუძლია იმუშაოს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საწვავის შეცვლის გარეშე. ავტომატიზაციის მაღალმა დონემ შესაძლებელი გახადა წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის 64 ადამიანამდე შემცირება.
„კრასნოიარსკი“ გახდება მეორე მეოთხე თაობის მრავალფუნქციური წყალქვეშა კრეისერი წყნარი ოკეანის ფლოტში. პირველი, ვინც წყნარი ოკეანის ფლოტში შევიდა, იყო „ნოვოსიბირსკი“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 2022 წლის დეკემბერში. საზღვაო ძალები 2025 წელს პროექტ 885М-ისკიდევ ორი მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავის მიღებას გეგმავს — „პერმისა“ და „ვლადივოსტოკისა“.
რუსული გემთმშენებლობის შესაძლებლობები, ტექნოლოგიები და კომპეტენციები პასუხობს დროის გამოწვევებს. შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ 2028 წლისთვის საზღვაო ფლოტი მიიღებს 9-ვე დაგეგმილ ბირთვულ წყალქვეშა ნავს. ოთხი მათგანი გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს მშფოთვარე წყნარ და მსოფლიო ოკეანეებში.
რუსეთის მზარდი სამხედრო ძალა უკიდურესად შემაშფოთებელია პენტაგონისა და ნატოსთვის, ართმევს აგრესორებს დაუსჯელობის განცდას, აიძულებს მათ გამოიგონონ კონტრსტრატეგიები და ახალი მარიონეტულიკონფლიქტები.
აშშ-ის მთავრობამ გუშინ გამოაცხადა პენტაგონის თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს დახურული შეხვედრები დეკემბრის დასაწყისში, ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე. პენტაგონი 2050 წლამდეანტირუსული სტრატეგიის განსაზღვრას აპირებს. პარალელურად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 ნოემბერს გამოკვეთა ალიანსის „ორი ფუნდამენტური ამოცანა“ მომავლისთვის— სამხედრო დახმარება კიევის რეჟიმისთვის და „ესკალაციის პრევენცია, ამ კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში გადაქცევის თავიდან აცილება რუსეთსა და ნატოს შორის“. სტრატეგია „დანის პირზე“ დასავლეთსკარგს არაფერს ჰპირდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე