https://sputnik-georgia.com/20231129/sochis-sanapirostan-qartvelo-mezgvauri-gadaarchines-284583054.html
სოჭის სანაპიროსთან ქართველი მეზღვაური გადაარჩინეს - ოპერაციის ახალი დეტალები
სოჭის სანაპიროსთან ქართველი მეზღვაური გადაარჩინეს - ოპერაციის ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
დადგენილია მეზღვაურის ვინაობა - იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვიდრი, 25 წლის ზაზა მახარაძეა. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T15:37+0400
2023-11-29T15:37+0400
2023-11-29T15:37+0400
რუსეთი
საქართველო
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284578272_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_1805927bb8866900165b47971ba5a942.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც შაც ზღვაზე შტორმის დროს რუსმა მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს, დამაკმაყოფილებელია.„Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაუდასტურეს, რომ გუშინ კლინიკაში მეზღვაური - საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.ინციდენტი 28 ნოემბერს მოხდა. ქართველმა მეზღვაურმა შტორმის დროს გემბანზე ხელი ძლიერ დაიზიანა - გამომდინარე იქიდან, რომ უამინდობის გამო გემმა პორტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშველებმა მეზღვაურის ევაკუაცია Ка-32-ის ვერტმფრენით განახორციელეს და სოჭის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.შავ ზღვაზე შტორმის დროს რუსმა მაშველებმა ქართველ მეზღვაურს დახმარება აღმოუჩინეს>>>გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა, მას კლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ნაკერები დაადეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი მეზღვაურმა საავადმყოფო დატოვა.„Sputnik-საქართველომ" მეზღვაურის ვინაობის დადგენა შეძლო - იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვიდრი, 25 წლის ზაზა მახარაძეა.სავარაუდოდ, მეზღვაური ტვირთმზიდ GAIA I-ის ეკიპაჟს შეურთდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც ტამანის პორტიდან ჩინეთისკენ მიცურავს, რუსეთის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1d/284578272_48:0:1185:853_1920x0_80_0_0_1981dc2e56dbb79ecfcbcbaaf9e3ce24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
რუსეთი, საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
სოჭის სანაპიროსთან ქართველი მეზღვაური გადაარჩინეს - ოპერაციის ახალი დეტალები
დადგენილია მეზღვაურის ვინაობა - იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვიდრი, 25 წლის ზაზა მახარაძეა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც შაც ზღვაზე შტორმის დროს რუსმა მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს, დამაკმაყოფილებელია.
„Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაუდასტურეს, რომ გუშინ კლინიკაში მეზღვაური - საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ინციდენტი 28 ნოემბერს მოხდა. ქართველმა მეზღვაურმა შტორმის დროს გემბანზე ხელი ძლიერ დაიზიანა - გამომდინარე იქიდან, რომ უამინდობის გამო გემმა პორტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშველებმა მეზღვაურის ევაკუაცია Ка-32-ის ვერტმფრენით განახორციელეს და სოჭის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა, მას კლინიკის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ნაკერები დაადეს. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი მეზღვაურმა საავადმყოფო დატოვა.
„Sputnik-საქართველომ" მეზღვაურის ვინაობის დადგენა შეძლო - იგი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვიდრი, 25 წლის ზაზა მახარაძეა.
სავარაუდოდ, მეზღვაური ტვირთმზიდ GAIA I-ის ეკიპაჟს შეურთდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც ტამანის პორტიდან ჩინეთისკენ მიცურავს, რუსეთის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა.