როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAთხილის გადამამუშავებელი საწარმო
თხილის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,8%-ით გაიზარდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 1,4%-ით, მათ შორის სურსათზე ფასები არ შეცვლილა, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 4,7%-ით გაიზარდა.
ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,8%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 5,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 2,7%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,8%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4,5%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8,5%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 25,6%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,1%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,6%-ით გაიაფდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ოქტომბერში 0,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 1,2%-ით შემცირდა. 2023 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,6% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0