https://sputnik-georgia.com/20231129/reisi-moskovidan-batumis-nacvlad-qutaissi-dafrindeba-284587740.html
თვითმფრინავი მოსკოვიდან ბათუმის ნაცვლად ქუთაისში დაფრინდება
თვითმფრინავი მოსკოვიდან ბათუმის ნაცვლად ქუთაისში დაფრინდება
Sputnik საქართველო
რეისები ძლიერი ქარის გამო გაუქმდა. 29.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-29T18:49+0400
2023-11-29T18:49+0400
2023-11-29T18:49+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ბათუმი
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24002/37/240023780_30:0:1811:1002_1920x0_80_0_0_5880adb8e59ce5a9dc325705d1e3dd57.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი უამინდობის გამო გაუქმდა, რის გამოც რუსული ავიაკომპანია Azimut–ის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტში დაფრინდება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ბათუმის აეროპორტის „ცხელ ხაზში“.რეისების გაუქმების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. როგორც აეროპორტში განაცხადეს, უამინდობის გამო, ძირითადად, ჩამომსვლელი რეისები გაუქმდა.თვითმფრინავს მოსკოვიდან ადგილობრივი დროით 13:50 საათზე ელოდებოდნენ. ის უკან 14:50 საათზე უნდა გაფრენილიყო.ახლა მგზავრებს მოსკოვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ადგილობრივი დროით 19:20 საათზე მიიღებს.ამ დროისთვის მგზავრები, რომლებიც მოსკოვში ბათუმიდან უნდა გაფრენილიყვნენ, ავტობუსით ქუთაისში გადაჰყავთ. ისინი გაფრენას 20:20 საათზე შეძლებენ.უამინდობამ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე პრობლემები შექმნა. ორშაბათს ზღვაზე შტორმი 7–8 ბალს აღწევდა. მან ბათუმისა და ქობულეთის ბულვარები დააზიანა, ასევე დაიტბორა მიმდებარე ქუჩები. სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაზე ასეთი შტორმი 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
საქართველო
ბათუმი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24002/37/240023780_252:0:1588:1002_1920x0_80_0_0_760a811a28a4422400fe4a90963ceeb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი , ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი , ქუთაისი
თვითმფრინავი მოსკოვიდან ბათუმის ნაცვლად ქუთაისში დაფრინდება
რეისები ძლიერი ქარის გამო გაუქმდა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი უამინდობის გამო გაუქმდა, რის გამოც რუსული ავიაკომპანია Azimut–ის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად ქუთაისის აეროპორტში დაფრინდება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ბათუმის აეროპორტის „ცხელ ხაზში“.
რეისების გაუქმების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. როგორც აეროპორტში განაცხადეს, უამინდობის გამო, ძირითადად, ჩამომსვლელი რეისები გაუქმდა.
თვითმფრინავს მოსკოვიდან ადგილობრივი დროით 13:50 საათზე ელოდებოდნენ. ის უკან 14:50 საათზე უნდა გაფრენილიყო.
ახლა მგზავრებს მოსკოვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ადგილობრივი დროით 19:20 საათზე მიიღებს.
ამ დროისთვის მგზავრები, რომლებიც მოსკოვში ბათუმიდან უნდა გაფრენილიყვნენ, ავტობუსით ქუთაისში გადაჰყავთ. ისინი გაფრენას 20:20 საათზე შეძლებენ.
უამინდობამ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე პრობლემები შექმნა. ორშაბათს ზღვაზე შტორმი 7–8 ბალს აღწევდა. მან ბათუმისა და ქობულეთის ბულვარები დააზიანა, ასევე დაიტბორა მიმდებარე ქუჩები. სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაზე ასეთი შტორმი 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა.