Red Wings-მა სანქტ-პეტერბურგიდან თბილისში ფრენების რაოდენობა გაზარდა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2023
გამოწერა
რეისები სამშაბათობით და შაბათობით შესრულდება.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე კვირაში ერთიდან ორ რეისამდე გაზარდა, ნათქვამია სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ინფორმაციაში.
ახლა რეისი სანქტ-პეტერბურგი - თბილისი შაბათის გარდა, სამშაბათობითაც შესრულდება.
განრიგის მიხედვით, პულკოვოს აეროპორტიდან გამოფრენა 10:20 საათზეა დაგეგმილი, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ჩამოფრენა კი ადგილობრივი დროით -15:25 საათზე. რეისი 4 საათი 5 წუთი გაგრძელდება.
გარდა ამისა, 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების შესრულებას კვირაში ერთი სიხშირით დაიწყებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 10 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათობით და კვირაობით შესრულდება.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა, რომელიც 2019 წელს იყო დაწესებული. აკრძალვის მოხსნის შემდეგ პირველი რეისი 19 მაისს რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავით განხორციელდა, 20 მაისს კი Georgian Airways-ის თვითმფრინავი მოსკოვში გაფრინდა. ივლისის შუა რიცხვებიდან რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენები დაიწყო.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვმა 2019 წელს ცალმხრივად შეწყვიტა. მიზეზი თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის შენობაში გამოჩენის შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0