თბილისში კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა

© Embassy of Armenia to Georgiaარამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა
არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2023
გამოწერა
კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი არამ ხაჩატურიანი 1903 წლის 6 ივნისს სოფელ კოჯორში დაიბადა.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა გაიხსნა.
აბრა უზნაძის ქუჩა #93-ში მდებარე შენობაზე განთავსდა, სადაც არამ ხაჩატურიანი 1906-1922 წლებში ცხოვრობდა - აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ განიხილა და მას დადებითი რეკომენდაცია მისცა.
ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, აშოტ სმბატიანმა გახსნეს.
ღონისძიებაზე ტყემალაძემ ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცნობილი კომპოზიტორის მემორიალური დაფის გახსნა ამ მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლოა.
სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის.
„დღეს ჩვენ გავხსენით ცნობილი კომპოზიტორის, არამ ხაჩატურიანის მემორიალური დაფა შენობაზე, სადაც მან ახალგაზრდობის წლები გაატარა. არამ ხაჩატურიანის შემოქმედებამ მსოფლიო კულტურის ისტორიაში თავისი ადგილი დაიკავა, თუმცა შემოქმედების პირველი ნაბიჯები სწორედ თბილისში გადადგა. ამიტომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სმბატიანმა.
კომპოზიტორი, დირიჟორი და პედაგოგი არამ ხაჩატურიანი 1903 წლის 6 ივნისს სოფელ კოჯორში დაიბადა. ხაჩატურიანმა ბავშვობა ძველ თბილისში გაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0