https://sputnik-georgia.com/20231128/moskovis-aeroportebshi-30-aviareisi-gadaido-an-gauqmda-284549740.html
მოსკოვის აეროპორტებში 30-მდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა
მოსკოვის აეროპორტებში 30-მდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები რუსეთის დედაქალაქში ყინვას და უამინდობას პროგნოზირებენ 28.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-28T12:17+0400
2023-11-28T12:17+0400
2023-11-28T12:17+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1c/284547418_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_af8d3e7390dc5a06e04b7766edfb4210.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვში „ვნუკოვოს", „დომოდედოვოსა" და „შერემეტევოს" აეროპორტებში სულ მცირე 24 ავიარეისი გადაიდო და კიდევ ექვსი გაუქმდა, იუწყება РИА Новости.„ვნუკოვოში" გადაიდო ექვსი ავიარეისი, „დომოდედოვოში" გადაიდო 13 რეისი და ოთხი გაუქმდა, „შერემეტევოში" კი გადაიდო ხუთი და გაუქმდა ორი ავიარეისი. იმ ავიარეისებს შორის, რომლებიც გადაიდო, არის თბილისის მიმართულებაც.სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსკოვში მინუს 3-5 გრადუსია მოსალოდნელი, გზებსა და ტროტუარებზე ლიპყინულია.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1c/284547418_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_83d829dacf0462a94a83143eeeb2f2af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
მოსკოვის აეროპორტებში 30-მდე ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა
სინოპტიკოსები რუსეთის დედაქალაქში ყინვას და უამინდობას პროგნოზირებენ
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვში „ვნუკოვოს", „დომოდედოვოსა" და „შერემეტევოს" აეროპორტებში სულ მცირე 24 ავიარეისი გადაიდო და კიდევ ექვსი გაუქმდა, იუწყება
РИА Новости.
„ვნუკოვოში" გადაიდო ექვსი ავიარეისი, „დომოდედოვოში" გადაიდო 13 რეისი და ოთხი გაუქმდა, „შერემეტევოში" კი გადაიდო ხუთი და გაუქმდა ორი ავიარეისი. იმ ავიარეისებს შორის, რომლებიც გადაიდო, არის თბილისის მიმართულებაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსკოვში მინუს 3-5 გრადუსია მოსალოდნელი, გზებსა და ტროტუარებზე ლიპყინულია.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.