თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - სად მოქმედებს შეზღუდვები

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად გაუარესდა მეტეოროლოგიური პირობები, რის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0