საიდან შემოაქვთ საქართველოში ყვავილები

გამოწერა
2023 წლის იანვარი-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ცოცხალი ყვავილების იმპორტი 1,4 მლნ დოლარით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველოში 3,661 მლნ დოლარის ღირებულების ყვავილები შემოიტანეს, გასული წლის ცხრა თვეში კი 2,178 მლნ დოლარის.
წელს იმპორტირებული ყვავილების თითქმის 29% შემოვიდა სომხეთიდან, შემდეგ მოდის ეკვადორი - 26,4% და ნიდერლანდები - 26,3%.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში მკითხველი ყვავილების იმპორტ-ექსპორტის თაობაზე დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობა.
ყველა ახალი ამბავი
0