როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2027 წლისთვის: პრემიერის პროგნოზი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
უმუშევრობის შემცირება და მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა 2027 წელს 108 მილიარდ ლარამდე, ანუ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 11 ათას დოლარამდე გაიზრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა.
„უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის, 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა შედარება გააკეთა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 27 მლრდ ლარი იყო, ანუ ბოლო 11-12 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, ბოლო 11 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ გაორმაგდა და 8500 დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც.
„ყველა კვარტალში წელს გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მილიონ 366 000 დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ოფიციალურად რაც არის „საქსტატის“ მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაცია. რეკორდულია დასაქმების დონე“, - განაცხადა მან.
ეკონომიკის ზრდა დასაქმებულთა რიცხვს გაზრდის - მინისტრის მოადგილე >>
პრემიერის თქმით, უმუშევრობის შემცირება და მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი.
„ეს მოიტანა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ, იმ ნაბიჯებმა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო სხვა, წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, არც მშვიდობა, არც ეკონომიკური ზრდა – არაფერი იქნებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 7,7 ათასით გაიზარდა და კვარტალურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებელს 1.366,3 ათასს მიაღწია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც და 45,3% შეადგენსю
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები>>
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის მესამე კვარტალში 29,3 ათასით გაიზარდა, და 943,2 ათასი შეადგინა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 5%-ით (21,5 ათასი ადამიანი) შემცირდა და 422,8 ათასი შეადგინა. ცინცაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულთა რიგებში გადადიან.
სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონემ საქართველოში 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.
ყველა ახალი ამბავი
0