https://sputnik-georgia.com/20231127/rodis-unda-velodot-gripis-virusis-piks-284529780.html
რამდენად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და როდის უნდა ველოდოთ პიკს ქვეყანაში?
რამდენად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და როდის უნდა ველოდოთ პიკს ქვეყანაში?
Sputnik საქართველო
მედიკოსები შემთხვევების ზრდას დეკემბერ-თებერვალში ელოდებიან. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T16:22+0400
2023-11-27T16:22+0400
2023-11-27T16:22+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452649_0:0:3292:1853_1920x0_80_0_0_aa9111eceb7883c564daa933350473f6.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულაცია 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე. ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 47 ათასს აღწევდა, განაცხადა სპეციალისტმა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გრიპის შემთხვევები არ გაიზრდება, აღნიშნა მან.პროფესორის თქმით, ამინდის გაუარესებისა და აცივების კვალდაკვალ, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ორი კვირის წინ კი გამოვლინდა როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის შემთხვევები.როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მედიკოსები შემთხვევების ზრდას დეკემბერ-თებერვალში ელოდებიან.როგორც ადრე ჩხაიძემ განაცხადა, ვირუსის პირველი შემთხვევები ქვეყანაში მოსალოდნელ პერიოდამდე ადრე - სექტემბერში გამოვლინდა.საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452649_396:0:3127:2048_1920x0_80_0_0_873f161377fbcd8367f2ece566d35c99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და როდის უნდა ველოდოთ პიკს ქვეყანაში?
მედიკოსები შემთხვევების ზრდას დეკემბერ-თებერვალში ელოდებიან.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულაცია 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე.
ბოლო კვირაში 100 ათას მოსახლეზე გრიპის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 47 ათასს აღწევდა, განაცხადა სპეციალისტმა. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გრიპის შემთხვევები არ გაიზრდება, აღნიშნა მან.
პროფესორის თქმით, ამინდის გაუარესებისა და აცივების კვალდაკვალ, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.
„ბოლო, 47-ე კვირა გამოირჩევა იმით, რომ გრიპის ვირუსი აღარ არის. მხედველობაში მაქვს ის, რომ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის არ არის არც გრიპის და არც კორონავირუსის შემთხვევები", - განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო კვირის მანძილზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. ორი კვირის წინ კი გამოვლინდა როგორც კორონავირუსის, ისე გრიპის შემთხვევები.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მედიკოსები შემთხვევების ზრდას დეკემბერ-თებერვალში ელოდებიან.
როგორც ადრე ჩხაიძემ განაცხადა, ვირუსის პირველი შემთხვევები ქვეყანაში მოსალოდნელ პერიოდამდე ადრე - სექტემბერში გამოვლინდა.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.