https://sputnik-georgia.com/20231127/qartvel-reper-kabus-10-atas-lariani-girao-seefarda-284539793.html
ქართველ რეპერ კაბუს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ქართველ რეპერ კაბუს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
გამოძიება დაკავებულს სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T21:00+0400
2023-11-27T21:00+0400
2023-11-27T21:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქართველ მსახიობსა და რეპერ კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.სასამართლომ პატიმრობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ან 2 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.კახა აბუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.მსახიობი კახა აბუაშვილი გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 25 ნოემბერს რეპერმა თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე ხელი რამდენჯერმე გაარტყა. გარდა ამისა, ბრალდებული დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.უწყების ცნობით, ქალმა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა შენიშნა, ავტომობილის კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელები ბრალდებულს გამოედევნენ, შეაჩერეს ავტომანქანა და აბუაშვილი ადგილზე დააკავეს.პროკურატურის ინფორმაციით, რეპერი უკანონოდ ინახავდა ასევე ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.პროკურატურამ კაბუს ქალის მიმართ ძალადობის (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი), მუქარის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი) დღეს წარუდგინა ბრალი.კახა აბუაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში
ქართველ რეპერ კაბუს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
გამოძიება დაკავებულს სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ქართველ მსახიობსა და რეპერ კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სასამართლომ პატიმრობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ან 2 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
კახა აბუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მსახიობი კახა აბუაშვილი გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 25 ნოემბერს რეპერმა თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე ხელი რამდენჯერმე გაარტყა. გარდა ამისა, ბრალდებული დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.
უწყების ცნობით, ქალმა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა შენიშნა, ავტომობილის კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელები ბრალდებულს გამოედევნენ, შეაჩერეს ავტომანქანა და აბუაშვილი ადგილზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, რეპერი უკანონოდ ინახავდა ასევე ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.
პროკურატურამ კაბუს ქალის მიმართ ძალადობის (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი), მუქარის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი) დღეს წარუდგინა ბრალი.
კახა აბუაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.