მონაკოში ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

© National Wine Agency of Georgiaფესტივალი Salon Monte Carlo Gastronomie
ფესტივალი Salon Monte Carlo Gastronomie - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო Salon Monte Carlo Gastronomie-ზე იყო წარმოდგენილი
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე Salon Monte-Carlo Gastronomie ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალზე ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი: „შალაურის ღვინის მარანი“, „ენშენთ ველი“, „კონჭო და კომპანია“, „თავანკარი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ვინივერია“, „ქვევრის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“ და „შატო მუხრანი“.
ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0