https://sputnik-georgia.com/20231126/zemok-larsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gza-trailerebistvis-daiketa-284514535.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაიკეტა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაიკეტა
Sputnik საქართველო
შეზღუდვები გუდაური-კობის მონაკვეთზე ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა. 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T22:10+0400
2023-11-26T22:10+0400
2023-11-27T02:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/61/234076153_0:39:1233:733_1920x0_80_0_0_0ab37ba3c21063545d26d53a8e9efa09.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.შეზღუდვები საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23407/61/234076153_102:0:1131:772_1920x0_80_0_0_d172df45c3ff6d18206b047e8166608e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაიკეტა
22:10 26.11.2023 (განახლებულია: 02:30 27.11.2023) შეზღუდვები გუდაური-კობის მონაკვეთზე ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ამოქმედდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.