https://sputnik-georgia.com/20231126/sapatriarqos-taxtis-mosaydrem-morwmuneebs-gulmowyalebisken-mouwoda-284513511.html
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს გულმოწყალებისკენ მოუწოდა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს გულმოწყალებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და გულმოწყალებით დავეხმაროთ, ბრძანა მეუფე შიომ 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T23:14+0400
2023-11-26T23:14+0400
2023-11-26T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213926_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_a1650d10b424a411b4ee65e718fc77c3.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. არ განვსაჯოთ და არ განვიკითხოთ სულიერად ნაცემი ადამიანები, არამედ სიყვარულითა და მოწყალებით დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებაში, ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა სამების ტაძარში განაცხადა.მეუფე შიომ შეახსენა მორწმუნეებს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ სახარებიდან. მისი თქმით, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა.მისი თქმით, როდესაც ადამიანები სხვის ნაკლს ან სულიერ ჭრილობებს ამჩნევენ, მის განკითხვას იწყებენ.„აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს გადალახონ ეს გაუცხოება და გაიხსენონ იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213926_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_c9a1ebde0fe79e50e82e831f67464600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს გულმოწყალებისკენ მოუწოდა
სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და გულმოწყალებით დავეხმაროთ, ბრძანა მეუფე შიომ
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. არ განვსაჯოთ და არ განვიკითხოთ სულიერად ნაცემი ადამიანები, არამედ სიყვარულითა და მოწყალებით დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებაში, ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა სამების ტაძარში განაცხადა.
მეუფე შიომ შეახსენა მორწმუნეებს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ სახარებიდან. მისი თქმით, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა.
„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, - განაცხადა მეუფემ.
მისი თქმით, როდესაც ადამიანები სხვის ნაკლს ან სულიერ ჭრილობებს ამჩნევენ, მის განკითხვას იწყებენ.
„აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.
მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს გადალახონ ეს გაუცხოება და გაიხსენონ იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ.