სანდრო ბაზაძე 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეა

© Fencing Federation Of Georgiaსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2023
გამოწერა
სანდრო ბაზაძემ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი მოიპოვა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2022/2023 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა, რაც ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველი მსგავსი მიღწევაა.
სანდრო ბაზაძისთვის საპატიო ჯილდოს მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) კონგრესზე მიიღეს.
სანდრო ბაზაძემ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი აიღო. ქართველი მოფარიკავის ანგარიშზეა რამდენიმე ოქროს მედალი, რომელიც მან მსოფლიო თასების ეტაპებზე და გრან-პრიზე მოიპოვა.
საქართველო 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს >>
2023 წლის მარტიდან სანდრო ბაზაძემ მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიცია დაიკავა.
გარდა ამისა, კონგრესის დელეგატების გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. თბილისის სასარგებლოდ ხმა FIE-ს 120-მა დელეგატმა მისცა, სულ კი კენჭისყრაში 134 დელეგატი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0