https://sputnik-georgia.com/20231126/sabavsvo-evrovizia-saqartvelo-nicasi-warumateblad-wardga-284513646.html
საბავშვო ევროვიზია-2023: საქართველო ნიცაში წარუმატებლად წარდგა
საბავშვო ევროვიზია-2023: საქართველო ნიცაში წარუმატებლად წარდგა
Sputnik საქართველო
ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი შეფასება (12 ქულა) ესპანეთს მისცა. 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T23:32+0400
2023-11-26T23:32+0400
2023-11-26T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1a/284512997_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_3b7fa6d84fa4208f2cc45f8157074d91.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა ნიცაში მუსიკალური კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2023“ ფინალში მე-14 ადგილი დაიკავეს.საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი ზოე კლოზური (Zoé Clauzure) გახდა.საქართველომ შემდეგი ქვეყნების ჟიურისგან მიიღო ქულები: ესპანეთისგან - ხუთი ქულა, ირლანდიისგან - სამი ქულა, სომხეთისგან - ოთხი ქულა, პორტუგალიისგან - ხუთი ქულა, იტალიისგან - სამი ქულა და გერმანიისგან - ერთი ქულა. ონლაინ კენჭისყრის შედეგებით საქართველომ 53 ქულა მიიღო. მაყურებელთა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქართულ ტრიოს 74 ქულა ჰქონდა.ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი შეფასება (12 ქულა) ესპანეთს მისცა.ანასტასიამ, ოთომ და ნიკოლოზმა მაყურებლებს შესთავაზეს კომპოზიცია Over The Sky, რომლის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო").ქართველი კონკურსანტებთან ერთად ევროვიზიის სცენაზე მოცეკვავეები ნიტა ჯაღმაიძე და ბარბარე ქაჯაია წარდგნენ.ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1a/284512997_89:0:1868:1334_1920x0_80_0_0_cc4cf110fcc327866a8b47c072976e2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
საბავშვო ევროვიზია-2023: საქართველო ნიცაში წარუმატებლად წარდგა
ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი შეფასება (12 ქულა) ესპანეთს მისცა.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია ვასაძემ, ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა ნიცაში მუსიკალური კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2023“ ფინალში მე-14 ადგილი დაიკავეს.
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი ზოე კლოზური (Zoé Clauzure) გახდა.
საქართველომ შემდეგი ქვეყნების ჟიურისგან მიიღო ქულები: ესპანეთისგან - ხუთი ქულა, ირლანდიისგან - სამი ქულა, სომხეთისგან - ოთხი ქულა, პორტუგალიისგან - ხუთი ქულა, იტალიისგან - სამი ქულა და გერმანიისგან - ერთი ქულა. ონლაინ კენჭისყრის შედეგებით საქართველომ 53 ქულა მიიღო. მაყურებელთა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქართულ ტრიოს 74 ქულა ჰქონდა.
ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი შეფასება (12 ქულა) ესპანეთს მისცა.
ანასტასიამ, ოთომ და ნიკოლოზმა მაყურებლებს შესთავაზეს კომპოზიცია Over The Sky, რომლის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო").
ქართველი კონკურსანტებთან ერთად ევროვიზიის სცენაზე მოცეკვავეები ნიტა ჯაღმაიძე და ბარბარე ქაჯაია წარდგნენ.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.