https://sputnik-georgia.com/20231126/kvaram-kvlav-gaitana-amjerad-tavit-atalantas-karsi-284508316.html
კვარამ კვლავ გაიტანა - ამჯერად თავით „ატალანტას“ კარში
კვარამ კვლავ გაიტანა - ამჯერად თავით „ატალანტას“ კარში
Sputnik საქართველო
ეს გოლი ამ სეზონზე კვარასთვის მეოთხეა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T12:08+0400
2023-11-26T12:08+0400
2023-11-26T12:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
სპორტი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274811040_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_ae5be50913269cbc3eb87d7d903550a1.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. იტალიური “ნაპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „ატალანტას“ გოლი გაუტანა და კლუბს გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1.ეს გოლი კვარაცხელიასთვის მეოთხეა ამ სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში და პირველია ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით.რაც შეეხება „ატალანტასთან“ თამაშს, 34-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ მასპინძლებს ჯაკომო რასპადორის პასის შემდეგ გაუტანა, მაგრამ ვიდეომსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.43-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, კვარაცხელიამ კი ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.მეორე ტაიმში „ატალანტამ“ ანგარიში 53-ე წუთზე გაათანაბრა - მასპინძლების ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლოუკმანმა გაიტანა.63-ე წუთზე მოედანზე ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, რომელმაც სექტემბერში ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა. ოსიმჰენმა სტუმრების მეორე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა - თავისი პასით კართან ელიფ ელმასი გაიყვანა (2:1).13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა მოაგროვა, მილანს (23) გაუსწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274811040_244:0:2975:2048_1920x0_80_0_0_d574c27d44b43697bc5c8bdf8269075a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , სპორტი, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , სპორტი, საქართველოს სიამაყე
კვარამ კვლავ გაიტანა - ამჯერად თავით „ატალანტას“ კარში
ეს გოლი ამ სეზონზე კვარასთვის მეოთხეა „ნაპოლის“ შემადგენლობაში
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. იტალიური “ნაპოლის” ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მე-13 ტურის მატჩში „ატალანტას“ გოლი გაუტანა და კლუბს გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1.
ეს გოლი კვარაცხელიასთვის მეოთხეა ამ სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში და პირველია ახალი მთავარი მწვრთნელის ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით.
„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე მინიმუმ 18 გოლი და 18 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ამ სტატისტიკით ხვიჩა „დიდ ხუთეულში“ მეექვსე ადგილს იკავებს მესის, საკას, გრიზმანის, ვინისიუს ჯუნიორის და სალაჰის შემდეგ", - დაწერა მატჩის შემდეგ ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Opta-მ.
რაც შეეხება „ატალანტასთან“ თამაშს, 34-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ მასპინძლებს ჯაკომო რასპადორის პასის შემდეგ გაუტანა, მაგრამ ვიდეომსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
43-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, კვარაცხელიამ კი ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ატალანტამ“ ანგარიში 53-ე წუთზე გაათანაბრა - მასპინძლების ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლოუკმანმა გაიტანა.
63-ე წუთზე მოედანზე ვიქტორ ოსიმენი შემოვიდა, რომელმაც სექტემბერში ნიგერიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა. ოსიმჰენმა სტუმრების მეორე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა - თავისი პასით კართან ელიფ ელმასი გაიყვანა (2:1).
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა მოაგროვა, მილანს (23) გაუსწრო და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.