https://sputnik-georgia.com/20231126/20-wlis-fexburtelis-gardacvaleba-kovidis-sedegad-eqims-girao-seefarda-284508877.html
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კოვიდის შედეგად: ექიმს გირაო შეეფარდა
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კოვიდის შედეგად: ექიმს გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს. 26.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-26T13:36+0400
2023-11-26T13:36+0400
2023-11-26T13:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_c1cfed2865f3e9c8de96b9ab9c902231.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გულგრილობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 12 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს. გარდაცვლილის მამამ სამედიცინო პერსონალი დაუდევრობასა და გულგრილობაში დაადანაშაულა და დაუშვა, რომ მისი შვილი ექიმების დაგვიანებული რეაგირებისა და არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა. ოჯახმა დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.ფეხბურთელის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.როგორც გამოძიება ამტკიცებს, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.იანვარში ამ საქმეზე პროკურატურამ კლინიკის მთავარ ექთანს ბრალი სამედიცინო ისტორიის გაყალბებაში წარუდგინა. საუბარი ეხებოდა მედიკამენტების დანიშნულების დაკარგვას 17 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/54/247915424_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_853254283cd0820ce73743243ccf7256.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება კოვიდის შედეგად: ექიმს გირაო შეეფარდა
ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გულგრილობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 12 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის COVID-19-ით გადაიყვანეს. გარდაცვლილის მამამ სამედიცინო პერსონალი დაუდევრობასა და გულგრილობაში დაადანაშაულა და დაუშვა, რომ მისი შვილი ექიმების დაგვიანებული რეაგირებისა და არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა. ოჯახმა დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის 15 ათას ლარიანი გირაოს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.
ფეხბურთელის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.
იანვარში ამ საქმეზე პროკურატურამ კლინიკის მთავარ ექთანს ბრალი სამედიცინო ისტორიის გაყალბებაში წარუდგინა. საუბარი ეხებოდა მედიკამენტების დანიშნულების დაკარგვას 17 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.