https://sputnik-georgia.com/20231125/zemo-larsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gza-trailerebistvis-gaixsna-284499313.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
Sputnik საქართველო
გზაზე შეზღუდვები თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T17:20+0400
2023-11-25T17:20+0400
2023-11-25T17:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/41/245024184_0:120:2754:1669_1920x0_80_0_0_45ec825b50f5c1723e5b5182d2ab6734.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.უწყების ცნობით, ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/41/245024184_185:0:2569:1788_1920x0_80_0_0_3fa2a56951535e6e6d47985477b2679a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის გაიხსნა
გზაზე შეზღუდვები თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
უწყების ცნობით, ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.