https://sputnik-georgia.com/20231125/ramdeni-fuli-daxarjes-qartvelebma-ucxoetsi-axali-monacemebi-284494567.html
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ - ახალი მონაცემები
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გარდა იმისა, რომ საყიდლებზე მიდიან, ნაცნობებსაც სტუმრობენ 25.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-25T11:30+0400
2023-11-25T11:30+0400
2023-11-25T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/66/240406640_0:400:2929:2048_1920x0_80_0_0_1fb3502ec6e2fe6f40c20c33b78000c6.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 592,4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 7,1%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მოგზაურები საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 915,3 ლარს ხარჯავდნენ - 12%-ით ნაკლებს, ვიდრე გასული წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 819,9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 18,2%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 397,6 ათასს, რაც 38,2%-ით მეტია 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 41,5%. მეორე ადგილზეა სომხეთი – 16%-ით, შემდეგ მოდის რუსეთი (14,4%), აზერბაიჯანი (1,4%) და ევროკავშირის ქვეყნები – 14%.ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,2 ღამე შეადგინა, რაც 13,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24040/66/240406640_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_878647590e6bc1ebca1d3c222b0ae414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი
რამდენი ფული დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა საზღვარგარეთ - ახალი მონაცემები
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გარდა იმისა, რომ საყიდლებზე მიდიან, ნაცნობებსაც სტუმრობენ
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 592,4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 7,1%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მოგზაურები საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 915,3 ლარს ხარჯავდნენ - 12%-ით ნაკლებს, ვიდრე გასული წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2023 წლის მესამე კვარტალში
რაზე დახარჯეს | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, % |
საყიდლები | 236,7 | 40,0 | 365,7 |
კვება | 137,9 | 23,3 | 213,1 |
განთავსების ხარჯი | 119,8 | 20,2 | 185,1 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 51,1 | 8,6 | 79,0 |
გართობა | 28,5 | 4,8 | 44,1 |
სხვა | 18,3 | 3,1 | 28,2 |
საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 819,9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 18,2%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (45,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 397,6 ათასს, რაც 38,2%-ით მეტია 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 41,5%. მეორე ადგილზეა სომხეთი – 16%-ით, შემდეგ მოდის რუსეთი (14,4%), აზერბაიჯანი (1,4%) და ევროკავშირის ქვეყნები – 14%.
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ვიზიტების მიზნები 2023 წლის მესამე კვარტალში
გამგზავრების მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
შოპინგი | 216,1 | 33,4 |
მეგობრების და ნათესავების მონახულება | 205,0 | 31,7 |
დასვენება და გართობა | 106,0 | 16,4 |
პროფესიული საქმიანობა | 75,8 | 11,7 |
მკურნალობა | 18,7 | 2,9 |
სხვა | 25,6 | 4,0 |
მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,2 ღამე შეადგინა, რაც 13,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.