ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკის „ვოისის“ 12 საუკეთესოს შორის მოხვდა - ვიდეო

© courtesy of Nini Bregvadzeნინი ბრეგვაძე
ნინი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2023
გამოწერა
ჯონ ლეჯენდმა ქართველს „ნამდვილი ვარსკვლავი“ უწოდა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე (Iris) ამერიკულ ვოკალურ პროექტ The Voice-ის ტოპ-12-ში შევიდა, ახლა ქართველ მომღერალს გამოსვლები პირდაპირ ეთერში ელოდება.
ამჯერად ნინიმ შეასრულა სიმღერა River. ტრადიციულად მისი გამოსვლით აღფრთოვანდა არა მხოლოდ ნაილ ჰორანი, არამედ დანარჩენი მენტორებიც. ჯონ ლეჯენდმა ქართველს „ნამდვილი ვარსკვლავი“ უწოდა.
„დიდი მადლობა ჩემს მენტორ ნაილს, რომელსაც ასე სჯერა ჩემი. მადლობა მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებში. Top 12 babyyy", - დაწერა ბრეგვაძემ სოციალურ ქსელში.
ნინი ბრეგვაძეზე ქართველმა მსმენელმა პირველად მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ნინი გამოჩნდა, იყო ქართული „ვოისი“. აღსანიშნავია, რომ ბრეგვაძე ახლა Nini Iris-ის ფსევდონიმით გამოდის.
ნინი უკვე შვიდი წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0