https://sputnik-georgia.com/20231124/tbilisis-saertashoriso-kinopestivali-iwyeba-284485870.html
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
Sputnik საქართველო
კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T18:12+0400
2023-11-24T18:12+0400
2023-11-24T18:12+0400
საქართველო
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/12/284323815_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a28e87b91203b04b676129b7d84716f8.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დედაქალაქში 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება - კინომოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნის ახალი ფილმი ელოდებათ.ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“. აღსანიშნავია, რომ ჯორჯაძეს საპატიო პრიზით „ოქროს პრომეთეთი" დააჯილდოვებენ.სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში” პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ასევე გადასცემენ საპატიო „პრომეთე". წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში: საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინორეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/12/284323815_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_145af0fd4f28f836a7465c53121252b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
საქართველო, ქართული კინო, კულტურა საქართველოში
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დედაქალაქში 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება - კინომოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნის ახალი ფილმი ელოდებათ.
ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“. აღსანიშნავია, რომ ჯორჯაძეს საპატიო პრიზით „ოქროს პრომეთეთი" დააჯილდოვებენ.
სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში” პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ასევე გადასცემენ საპატიო „პრომეთე".
წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.
სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“. საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინორეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.
24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.