თბილისის მერია მაგისტრატურის წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
უნივერსიტეტებს მერიაში წარმატებული მაგისტრანტების სიების წარმოსადგენად ვადა 2023 წლის 21 ნოემბის ჩათვლით ჰქონდათ.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება იწყება, ნათქვამია უწყები მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. პროგრამა მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური წახალისების გაცემას გულისხმობს.
მასში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
არის თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა);
აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში - არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი);
აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.
სტუდენტებმა დაფინანსებაზე განაცხადი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად მერიაში 24 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
სტუდენტებმა, 24 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მერიაში, თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე - www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; სტუდენტის პირადი საბანკო რეკვიზიტები; თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (ცნობა უნდა იყოს გაცემული ბოლო სამი თვის განმავლობაში.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სარეგისტრაციო წლისა და თვის მითითებით), უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (გაიცემა მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა).
უნივერსიტეტებს მერიაში წარმატებული მაგისტრანტების სიების წარმოსადგენად ვადა 2023 წლის 21 ნოემბის ჩათვლით ჰქონდათ.
ყველა ახალი ამბავი
0