https://sputnik-georgia.com/20231124/saqartveloshi-cvalebadi-amindi-shenarchundeba-284479078.html
საქართველოში მომდევნო დღეებშიც ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში მომდევნო დღეებშიც ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T15:19+0400
2023-11-24T15:19+0400
2023-11-24T15:19+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23384/03/233840300_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_5a3fdb489eff2bdd679487914f06306b.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27 ნოემბრამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 24 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს10-12 გრადუსამდე დაიკლებს.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა პლუს 20-22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შაბათ-კვირას თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 19-21 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი პლუს 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უქმეებზე უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.კახეთში(საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო) 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს14-16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უქმეებზე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23384/03/233840300_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_a477ff07c9b81261b30cb6adbe96273b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
საქართველოში მომდევნო დღეებშიც ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27 ნოემბრამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში 24 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსია მოსალოდნელი. 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს10-12 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა პლუს 20-22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შაბათ-კვირას თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 19-21 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი პლუს 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უქმეებზე უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.
კახეთში(საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 27 ნოემბერს კი კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო) 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს14-16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უქმეებზე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი