„რამშტაინის“ შეხვედრა: უკრაინის დონორები შეშინებულები და გაყოფილი არიან

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფის მეჩვიდმეტე შეხვედრამ პენტაგონის შეფლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით, დაადასტურა აშშ-ის ანტირუსული სტრატეგიისა და რამშტაინის ორგანიზაციული ფორმატის არაეფექტურობა. შეხვედრამ გამოავლინა ორმოცდაათი დონორი ქვეყნის უთანხმოება და კიევის რეჟიმის გაწირვა.
22 ნოემბერს ვიდეოკავშირით გამართულ შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა აღარ ისაუბრა რუსეთის დამარცხებაზე ბრძოლის ველზე: „საერთაშორისო კოალიცია შეერთებული შტატების მეთაურობით, რომელიც უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა, არ არის შეშინებული“. ოსტინმა მოუწოდა კიევის რეჟიმის კეთილშობილური მხარდაჭერის განგრძობისკენ და ისაუბრა გლობალურ წინააღმდეგობაზე "ბოევიკიდიქტატორებისა" და "პუტინის მსგავსი ხულიგნების" მიმართ.
პენტაგონის სათნო დეკლარაციის საწინააღმდეგოდ, ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მა ადრე განაცხადა: „უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ ემსახურება შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვან ინტერესებს“. თუმცა, ეს არ არის მთავარი. ოსტინმა სიტყვა არ თქვა ამერიკული სტრატეგიის ეფექტურობაზე და რამშტაინის ჯგუფის მიღწევებზე, რომელმაც 80 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. იმიტომ, რომ ანტირუსული სტრატეგია არასწორია და გადასახადის გადამხდელთა ფული და 50 დონორი ქვეყნის სხვა რესურსები უშედეგოდ დაიხარჯა.
შეერთებული შტატები და ნატო კვლავ ცდილობენ შექმნან „საჰაერო თავდაცვის კოალიცია“, რომელსაც შეუძლია დაფაროს დასავლეთის სამარცხვინო დამარცხება უკრაინაში. ორი ათეული ქვეყანა, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი მაღალტექნოლოგიური და საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემები, აპირებენ კიევის რეჟიმს მიაწოდონ „ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად“. სინამდვილეში, საუბარია ერთი ამერიკული Patriot-ისა და რამდენიმე გერმანული ექსპერიმენტული IRIS-T-ის მიწოდებაზე.
უკრაინის სამხედრო დახმარება იკლებს. ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ $125+100 მილიონი გამოყო სამხედრო გადაუდებელი ხარჯებისთვის. ამერიკისა და ნატოს არსენალი საკმაოდ დაცარიელდა და იარაღის მიწოდებაში „ისრაელის პრიორიტეტი“ გაჩნდა. აშშ-ის კონგრესში პოლიტიკური ტურბულენტობა კიევს კარგს არაფერს ჰპირდება უახლოეს მომავალში.
საფრანგეთი კაპრიზულობს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰოლანდია თამაშიდან გადის- იქ გაიმარჯვა მემარჯვენე პარტიამ, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისთვისიარაღის მიწოდებას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ კიევისთვის ნებისმიერი სახის მხარდაჭერას დაბლოკავს და ევროკავშირს მოუწოდებს,მთლიანად გადახედოს უკრაინულსტრატეგიას. მანამდე სლოვაკეთის მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გადაცემაზე.

„სინათლის სხივი" უფსკრულის პირას

თუ22 ნოემბერს „რამშტაინის“ ფორმატში ლოიდ ოსტინის არადამაჯერებელი პროპაგანდისტული გამოსვლით ვიმსჯელებთ, შეერთებული შტატების „უკრაინული პროექტი“ სწრაფად იძირება, დაშლილი „დონორები“ შიშსა და სასოწარკვეთილებაში არიან რუსეთის წინაშე გარდაუვალი პასუხისმგებლობის გამო. . გუშინ დაპირებული 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვისა და 8 ათასი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის გათვალისწინებითაც კი, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფულის და იარაღის ნაკადი ობიექტურად შრება. ერთადერთი გერმანიამ მისცა „სინათლის სხივი“ კიევის რეჟიმს — გამოუყო რა კიდევ ერთი „პაკეტი“ 1,3 მილიარდი ევროს ღირებულებით.
მას შემდეგ, რაც ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის აღდგენის ფონდიდან (პანდემიის შემდეგ) თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ბიუჯეტში 60 მილიარდი ევროს ოდენობის ხვრელი გაჩნდა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ აუკრძალა ყველა სამინისტროს, მათ შორის ბუნდესვერს, ახალი ვალდებულებების აღება. მაგრამ გერმანიის 13 მილიარდიანი სამხედრო დახმარების „პაკეტი“ გასცდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საბიუჯეტო შეზღუდვებს და წესებს.
თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ არა „რკინის ნაკადი". ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 20 ანტიკვარულ ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა Marder-ს (მოდელი1969) დაპირდა საბრძოლო მასალებით, ერთ Winsent-1-ს, შვიდ ტრაქტორს, ათეულსხვა მანქანასა და 2,380 155 მმ-ან საარტილერიო ჭურვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააფრთხილა კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობა და დასავლელი პარტნიორები უკრაინის შეიარაღებული ძალების "რთული თავდაცვის" შესახებ ლიმანსკის, ბახმუცკის (არტემოვსკის), დონეცკის და ავდეევსკის მიმართულებებში.
შესაძლოა, ზელენსკი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ბრიგადის მებრძოლების გაქცევას რუსული ჯარების თავდასხმების ქვეშ. როგორც არ უნდა იყოს, უზენაესი მსახიობის საკმაოდ მკვეთრი სიტყვიერი გადასვლა "უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევიდან" "რთულ თავდაცვაზე" ნიშნავს, რომ კიევში შეერთებული შტატებისა და ნატოს "უსაზღვრო" სამხედრო დახმარების იმედი სასოწარკვეთამ შეცვალა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორი მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0