საქართველოს პარლამენტი პირადობის ძველი მოწმობების პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
ამჟამად 223 ათასი პირადობის ლამინირებული მოწმობა არსებობს, და თუ ისინი გაუქმდება, ადამიანებს ახალი მოწმობების აღება მოუწევთ, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა შეიძლება პირადობის ძველი მოწმობების გამოყენება აკრძალოს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ძველი სახის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობენ.
„ამ ადამიანების რაოდენობა პრაქტიკულ და თეორიულ მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, მოვიფიქრეთ ასეთი რამ და სხვათა შორის, დაგვეთანხმნენ ჩვენი ოპონენტები. ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას და კამპანიის პარალელურად ეს კამპანია იქნება კანონმდებლობაში შესატანი. შეტანილი ცვლილებების ფონზე, რომლის მიხედვით გაზაფხულის რომელიღაც თვეში, კონკრეტული რიცხვი და დღე იქნება დათქმული კანონის შესაბამისად, რომლის შემდეგაც აღარ იმოქმედებს ეს ლამინირებული პირადობები“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ რელიგიური მიზეზებისა და ჯანმრთელობის ფაქტორების გამო ადამიანები, რომლებიც კიდევ მიიჩნევენ, რომ არ უნდა აიღონ ელექტრონული მოწმობა, ისინი ძველი სახის პირადობის მოწმობას აიღებენ.
თუ ეს 64 და კიდევ 164 ადამიანი მიმართავ იუსტიციის სამინისტროს, ისინი ასევე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, დასძინა მან.
„ამ წუთას არსებობს 223 ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე, რომელსაც აქვს ლამინირებული პირადობის მოწმობა... უარს ვერ ეტყვი და საარჩევნო ხმის უფლების გარეშე ამ ადამიანს ვერ დატოვებ“, – განაცხადა მდინარაძემ.
პირადობის მოწმობები ელექტრონული ჩიპებით საქართველოში 2011 წელს გაჩნდა. ID ბარათით შესაძლებელია ადამიანის იდენტიფიცირება ინტერნეტის მეშვეობით. გარდა ამისა, ის ელექტრონულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, რომლებსაც იურიდიული ძალა აქვს საქართველოში, და დამატებითი დოკუმენტების გარეშე შეიძლება ამ მოწმობით წასვლა თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა: ეწინააღმდეგება თუ არა ID–ბარათი რწმენის თავისუფლებას>>
ამასთან, ამ პირადობის მოწმობებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს – მორწმუნე ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩიპი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ. მათ უარი თქვეს ამ მოწმობების აღებაზე და თავისებურ სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.
დოკუმენტის გარეშე საქართველოში მონაწილეობას ვერ მიიღებ არჩევნებში, ვერ მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, მუშაობას, ვერ ისარგებლებ ტრანსპორტის ზოგიერთი სახეობით, ვერ გექნება ურთიერთობა საბანკო–საფინანსო დაწესებულებებთან, ვერ იყიდი ტექნიკას და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0