https://sputnik-georgia.com/20231124/mecxoveleoba-saqartvelosi-axali-monacemebi-284489711.html
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში მესამე კვარტალში 18,2 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%–ით მეტია. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T21:15+0400
2023-11-24T21:15+0400
2023-11-24T21:15+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქსტატი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fb0bd0b7ce71cc6daab8f2d3b399624.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის III კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 6,3 პროცენტით შემცირდა და 864,5 ათასი ერთეული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, მსხილფეხარქოსანი პირუტყვის სულადობამ (ფური და ფურკამეჩი) შეადგინა 428,2 ათასი, რაც 2022 წლის სააანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3,8%–ით ნაკლებია.ამ პერიოდში ღორების რაოდენობამ შეადგინა 168 ათასი, რაც გასული წლის ივლისი–სექტემბრის მაჩვენებელზე 20,7%-ით ნაკლებია.შეინიშნება ფრინველის რაოდენობის ზრდა – 11%–ით. სულ ქვეყანაში მესამე კვარტალში იყო 11,1 მილიონი ფრთა შინაური ფრინველი.მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებამესამე კვარტალში საქართველოში აწარმოეს 18,2 ათასი ტონა ხორცი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 22,1%–ით მეტია.„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება 4,8%–ით გაიზარდა და 170,9 მლნ ლიტრი შეადგინა.Galt & Taggart: საქართველოში ხორცის მოხმარება გაიზრდება>>აღნიშნულ პერიოდში 7,4%-ით შემცირდა კვერცხის წარმოება და 148,6 მლნ ცალი შეადგინა.ექსპორტი და იმპორტისტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ექსპორტირებულია 61,8 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,9%–ით მეტია. ამავე დროს ქვეყანაში შემოიყვანეს 9,9 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 200.საქართველოდან ექსპორტირებულია 3,2 მლნ ფრთა შინაური ფრინველი (–6,2%), ხოლო იმპორტირებულია 2,2 მლნ (+1,9%).ღორის იმპორტი გაიზარდა 70,7%–ით და 45 ათასამდე შეადგინა. ამასთან ღორის ექსპორტი მესამე კვარტალში არ ყოფილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90e82a136d2f2608b11575dc2e1f4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, საქართველო
მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები
საქართველოში მესამე კვარტალში 18,2 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%–ით მეტია.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის III კვარტლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 6,3 პროცენტით შემცირდა და 864,5 ათასი ერთეული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მსხილფეხარქოსანი პირუტყვის სულადობამ (ფური და ფურკამეჩი) შეადგინა 428,2 ათასი, რაც 2022 წლის სააანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3,8%–ით ნაკლებია.
ამ პერიოდში ღორების რაოდენობამ შეადგინა 168 ათასი, რაც გასული წლის ივლისი–სექტემბრის მაჩვენებელზე 20,7%-ით ნაკლებია.
შეინიშნება ფრინველის რაოდენობის ზრდა – 11%–ით. სულ ქვეყანაში მესამე კვარტალში იყო 11,1 მილიონი ფრთა შინაური ფრინველი.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
მესამე კვარტალში საქართველოში აწარმოეს 18,2 ათასი ტონა ხორცი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 22,1%–ით მეტია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება 4,8%–ით გაიზარდა და 170,9 მლნ ლიტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში 7,4%-ით შემცირდა კვერცხის წარმოება და 148,6 მლნ ცალი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ექსპორტირებულია 61,8 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,9%–ით მეტია. ამავე დროს ქვეყანაში შემოიყვანეს 9,9 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 200.
საქართველოდან ექსპორტირებულია 3,2 მლნ ფრთა შინაური ფრინველი (–6,2%), ხოლო იმპორტირებულია 2,2 მლნ (+1,9%).
ღორის იმპორტი გაიზარდა 70,7%–ით და 45 ათასამდე შეადგინა. ამასთან ღორის ექსპორტი მესამე კვარტალში არ ყოფილა.