https://sputnik-georgia.com/20231124/londonis-chelsi-kvaracxeliati-dainteresda-284477024.html
ლონდონის „ჩელსი”კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ჩაერთო
ლონდონის „ჩელსი”კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ჩაერთო
Sputnik საქართველო
ქართველი სპორტსმენი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T13:39+0400
2023-11-24T13:39+0400
2023-11-24T13:39+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270543909_0:188:1427:991_1920x0_80_0_0_3f28c717745ad261f7f60a6553a9a1d6.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „მანჩესტერ სიტის”, მადრიდის „რეალის”, „ბარსელონასა” და „ნიუკასლის” კვალდაკვალ საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ 22 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირების სურვილი ლონდონის „ჩელსიმ” გამოთქვა, იუწყება ამერიკული საერთაშორისო სპორტული არხი ESPN.კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა - კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაპოლი“ 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე ნებისმიერ ოფიციალურ განაცხადს ბლოკავს.ხვიჩა კვარაცხელია დაახლოებით 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.„მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა „ჩელსის“ თეორიულად არ უჭირს, უეფას წესების მიხედვით კლუბს აღარ შეუძლია დიდი თანხის დახარჯვა “, - განმარტავს ESPN.კვარაცხელიასთან ერთად „ჩელსი“ მის თანაგუნდელს - თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსაც აქტიურად აკვირდება.რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონშზე მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.იტალიური „ნაპოლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის А სერიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია სამჯერ აღიარეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო ჩემპიონატის 26-ე ტურში „ატალანტასთან“ გატანილი გოლი კი 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270543909_0:99:1427:1169_1920x0_80_0_0_bc0f6942785a71d74bdc808253c44e88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ლონდონის „ჩელსი”კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ჩაერთო
ქართველი სპორტსმენი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „მანჩესტერ სიტის”, მადრიდის „რეალის”, „ბარსელონასა” და „ნიუკასლის” კვალდაკვალ საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ 22 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირების სურვილი ლონდონის „ჩელსიმ” გამოთქვა, იუწყება ამერიკული საერთაშორისო სპორტული არხი ESPN.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა - კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
„ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“, მადრიდის „რეალს“ „ბარსელონას“ და „ნიუკასლს“ შეუერთდა. ჩვენი წყაროების ცნობით, ლონდონელები ახალ თავდამსხმელს ეძებენ. კვარაცხელიას ტრანსფერი შეესაბამება დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეების მოზიდვის თაობაზე „ჩელსის“ სტრატეგიას “, - წერს ESPN.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაპოლი“ 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე ნებისმიერ ოფიციალურ განაცხადს ბლოკავს.
ხვიჩა კვარაცხელია დაახლოებით 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა „ჩელსის“ თეორიულად არ უჭირს, უეფას წესების მიხედვით კლუბს აღარ შეუძლია დიდი თანხის დახარჯვა “, - განმარტავს ESPN.
კვარაცხელიასთან ერთად „ჩელსი“ მის თანაგუნდელს - თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსაც აქტიურად აკვირდება.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონშზე მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ითამაშა, სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
იტალიური „ნაპოლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლის სეზონის А სერიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა. გარდა ამისა, კვარაცხელია სამჯერ აღიარეს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო ჩემპიონატის 26-ე ტურში „ატალანტასთან“ გატანილი გოლი კი 2023 წლის მარტის საუკეთესო გოლად იქნა აღიარებული.