https://sputnik-georgia.com/20231124/braldebulta-wre-gaizarda-20-wlis-fexburtelis-saqmeze-eqims-brali-waredgina-284488082.html
ბრალდებულთა წრე გაიზარდა: გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ექიმს ბრალი წარედგინა
ბრალდებულთა წრე გაიზარდა: გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ექიმს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება გრძელდება. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T20:27+0400
2023-11-24T20:27+0400
2023-11-24T20:27+0400
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქმე ეხება 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეს. ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.გაიზარდოს ბრალდებულთა წრე: გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ახლობლებმა აქცია გამართეს>>მანამდე, კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების ფაქტზე თეა ბეგიაშვილს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას ბრალი წაუყენეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ბრალდებულთა წრე გაიზარდა: გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ექიმს ბრალი წარედგინა
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმე ეხება 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეს. ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. დაღუპულის მამამ მედპერსონალი გულგრილობაში დაადანაშაულა და მიიჩნია, რომ მისი ვაჟი მედიკოსების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.
„პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა“, -
აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულგრილობას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
მანამდე, კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ისტორიის გაყალბების ფაქტზე თეა ბეგიაშვილს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) უფროს მედდას ბრალი წაუყენეს.