ბელარუსიიდან შემოსული კარტოფილი უკან გააბრუნეს

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბელარუსიის რესპუბლიკიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლით საქართველოში შემოსული 21,5 ათასი კგ კარტოფილი, მასში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, უკან გააბრუნეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ყველა ახალი ამბავი
0