https://sputnik-georgia.com/20231123/saqartvelosi-kvercxis-importze-gadasaxadis-daweseba-surt-axali-iniciativa-284463717.html
საქართველოში კვერცხის იმპორტზე გადასახადის დაწესება სურთ: ახალი ინიციატივა
საქართველოში კვერცხის იმპორტზე გადასახადის დაწესება სურთ: ახალი ინიციატივა
Sputnik საქართველო
საქართველოში საშუალო წლიური წარმოების მაჩვენებელი 600 მლნ ცალ კვერცხს შეადგენს, რადგან დარგი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული, მიაჩნია ექსპერტს 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T20:59+0400
2023-11-23T20:59+0400
2023-11-23T20:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23166/73/231667376_0:0:3126:1759_1920x0_80_0_0_c9a45c7f065db8329033b982dd50808d.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის, განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 5,3 მლნ დოლარის 48,2 მლნ ცალი კვერცხი იყიდა - სამჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ცხრა თვეში. მწარმოებლების თქმით, იმპორტის რეკორდული ზრდა ნეგატიურად აისახება დარგზე, რადგან განვითარებაში და წარმოების ზრდაში უშლის ხელს. ამის თავიდან აცილება ძალიან ადვილია იმპორტზე გადასახადის დაწესებით, როგორც ეს ხორბალზე გაკეთდა, აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.მისი თქმით, იმპორტის 98,5% თურქეთიდან შემოდის. კვერცხი ასევე შემოდის ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის წილი 7-8%-ის ფარგლებშია, თურქეთში წარმოების ზრდაზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული კვერცხების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება.„გასული წლის 9 თვეში იმპორტი 16 მლნ ცალი კვერცხი იყო, წელს უკვე 48 მლნ-ია, ახალი წელი წინ არის, რაც ნიშნავს, რომ 60 მლნ-მდე ავა, იქით წელს 80-მდე. ეს ექსპანსიაა, ადგილობრივ მწარმოებლებს დაგვახევინებენ უკან, ბოლოს მოხდება ისე, რომ აღარ გვეღირება წარმოება“, - განაცხადა მან.საქართველოში შაქრის იმპორტზე გადასახადი დაწესდა >>უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, დღეს საშუალოდ წლიურად წარმოების მაჩვენებელი 600 მლნ კვერცხს შეადგენს, რადგან დარგი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული.უჩუმბეგაშვილის თქმით, დარგს აქვს კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ ის ვერ წყვეტს ამ ტიპის საკითხებს, საკითხი ისევ პრემიერის დონეზე უნდა გადაწყდეს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23166/73/231667376_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_7ea100ac8aab35e167f8899998204c86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში კვერცხის იმპორტზე გადასახადის დაწესება სურთ: ახალი ინიციატივა
საქართველოში საშუალო წლიური წარმოების მაჩვენებელი 600 მლნ ცალ კვერცხს შეადგენს, რადგან დარგი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია“ კვერცხის იმპორტზე დროებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის, განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 5,3 მლნ დოლარის 48,2 მლნ ცალი კვერცხი იყიდა - სამჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის ცხრა თვეში. მწარმოებლების თქმით, იმპორტის რეკორდული ზრდა ნეგატიურად აისახება დარგზე, რადგან განვითარებაში და წარმოების ზრდაში უშლის ხელს. ამის თავიდან აცილება ძალიან ადვილია იმპორტზე გადასახადის დაწესებით, როგორც ეს ხორბალზე გაკეთდა, აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ.
„შეიძლება დროებითი გადასახადის შემოღება კვერცხის იმპორტზე, შეიძლება რაღაც შეზღუდვებიც, თუ თურქეთში შეტანისთვის 30 საბუთი უნდა წარადგინო, თუ გადასახადი 108%-ია, ჩვენთან 12% არ უნდა იყოს“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისი თქმით, იმპორტის 98,5% თურქეთიდან შემოდის. კვერცხი ასევე შემოდის ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.
ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის წილი 7-8%-ის ფარგლებშია, თურქეთში წარმოების ზრდაზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული კვერცხების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება.
„გასული წლის 9 თვეში იმპორტი 16 მლნ ცალი კვერცხი იყო, წელს უკვე 48 მლნ-ია, ახალი წელი წინ არის, რაც ნიშნავს, რომ 60 მლნ-მდე ავა, იქით წელს 80-მდე. ეს ექსპანსიაა, ადგილობრივ მწარმოებლებს დაგვახევინებენ უკან, ბოლოს მოხდება ისე, რომ აღარ გვეღირება წარმოება“, - განაცხადა მან.
უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, დღეს საშუალოდ წლიურად წარმოების მაჩვენებელი 600 მლნ კვერცხს შეადგენს, რადგან დარგი განვითარებაზე არ არის ორიენტირებული.
„15-20%-იანი გაზრდა შეგვიძლია, თუკი გარანტია იარსებებს, რომ წარმოება დაცული იქნება. მოხმარება იზრდება და ეს მოგვცემდა განვითარების საშუალებას, დიდი წარმოება ფასის კლების რესურსსაც აჩენს“, - აღნიშნა მან.
უჩუმბეგაშვილის თქმით, დარგს აქვს კომუნიკაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მაგრამ ის ვერ წყვეტს ამ ტიპის საკითხებს, საკითხი ისევ პრემიერის დონეზე უნდა გადაწყდეს, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით.