https://sputnik-georgia.com/20231123/qartul-eklesias-devnian-meufe-sio-284441714.html
ქართულ ეკლესიას დევნიან – მეუფე შიო
ქართულ ეკლესიას დევნიან – მეუფე შიო
Sputnik საქართველო
სასულიერო პირებს მუდმივად აყენებენ შეურაცხყოფას, ცილს სწამებენ, განაცხადა მეუფე შიომ. 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T18:11+0400
2023-11-23T18:11+0400
2023-11-23T18:11+0400
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:741_1920x0_80_0_0_2533bd24880dbcd7397169821d5c0e23.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს ქართულ ეკლესიას დევნიან არა ფიზიკურად, არამედ სიტყვიერად და ამის დასტურია საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიის შემდეგ.გიორგობა, ანუ წმინდა გიორგის ხსენების დღე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღეა. საზეიმო ღვითისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა. როგორც პატრიარქის თანამოსაყდრემ აღნიშნა, ადამიანები საკუთარი სულიერი ვნებებით ეწამებიან, რაც გამომდინარეობს სხეულიდან, მატერიალური სამყაროდან და უხილავი მტრის – დემონებისგან.როცა ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისას, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ. ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, რომ ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტეზე, ეკლესიაზე, აღნიშნა მეუფემ.საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.საქართველო გიორგობას აღნიშნავს - ვიდეო>>წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.ყველაზე პოპულარული სახელი: რამდენი გიორგი დაიბადა 2023 წელს საქართველოში>>საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284437605_0:0:1315:987_1920x0_80_0_0_e0b8cccd91db4323be6f1d763e98b96c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ქართულ ეკლესიას დევნიან – მეუფე შიო
სასულიერო პირებს მუდმივად აყენებენ შეურაცხყოფას, ცილს სწამებენ, განაცხადა მეუფე შიომ.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს ქართულ ეკლესიას დევნიან არა ფიზიკურად, არამედ სიტყვიერად და ამის დასტურია საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიის შემდეგ.
გიორგობა, ანუ წმინდა გიორგის ხსენების დღე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღეა. საზეიმო ღვითისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.
„შეიძლება, დღეს ქრისტიანებს ფიზიკურად არ აწამებენ, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს სიტყვიერი დევნა ეკლესიის, ამის დასტურია მუდმივი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რომელიც ისმის საჯარო სივრცეში სასულიერო პირების მისამართით“, – განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც პატრიარქის თანამოსაყდრემ აღნიშნა, ადამიანები საკუთარი სულიერი ვნებებით ეწამებიან, რაც გამომდინარეობს სხეულიდან, მატერიალური სამყაროდან და უხილავი მტრის – დემონებისგან.
„როდესაც წმინდა ეკლესიაში აღვნიშნავთ ამა თუ იმ წმინდანის ხსენებას, ამით ეკლესია ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ამ წმინდანის ცხოვრებას, ღვაწლს მივბაძოთ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ როგორ უნდა მივბაძოთ ჩვენ დღეს მოწამეებს, როცა ეკლესია ფიზიკურად არ იდევნება?! წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დღესაც შესაძლებელია მოწამებრივი ღვაწლის აღსრულება და მოწამებრივი გვირგვინების მიღება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
როცა ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისას, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ. ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, რომ ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტეზე, ეკლესიაზე, აღნიშნა მეუფემ.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.
წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.