https://sputnik-georgia.com/20231123/parlamentis-delegacia-pinetshi-imkopeba-284433121.html
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
Sputnik საქართველო
ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 23.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-23T13:49+0400
2023-11-23T13:49+0400
2023-11-23T13:49+0400
საქართველო
ფინეთი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:251:2749:1797_1920x0_80_0_0_ca48a2a30a2016b5632a63c29a8172a2.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰოსთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ხელმძღვანელობს, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მან ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ფინეთი პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 8 ივლისს.რესპუბლიკებს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლის საერთო წარსულსა და ერთგულებას ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი.
საქართველო
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/14/98/149878_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9eb75f699d0f8676c53a0d8e15952366.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ფინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ფინეთი, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰოსთან გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ხელმძღვანელობს, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მან ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ფინეთი პარლამენტის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 8 ივლისს.რესპუბლიკებს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის ბრძოლის საერთო წარსულსა და ერთგულებას ერთიანი ევროპული ღირებულებებისადმი.