ბურჯანაძემ საქართველოსთვის „ვარდების რევოლუციის“ როლი შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerნინო ბურჯნაძე
ნინო ბურჯნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2023
გამოწერა
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილმა ავტორიტარული სისტემის აშენება დაიწყო, აღნიშნა ბუჯანაძემ.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „ვარდების რევოლუცია“ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელმაც ქვეყანას მისცა შანსი, გამხდარიყო ევროპული ტიპის ღირსეული სახელმწიფო, მაგრამ ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული, განუცხადა РИА Новости–ს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა ნინო ბურჯანაძემ.
ოცი წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს ოპოზიციის მასშტაბურმა აქციებმა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა გამოიწვია. რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
„ვარდების რევოლუცია“ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს იყო შანსი, ფეხზე დამდგარიყო ქვეყანა, აშენებულიყო ევროპული სტილის დემოკრატიული განვითარებული ქვეყანა, შანსი, რომ საქართველო ღირსეულ სახელმწიფოდ გარდაქმნილიყო. რევოლუცია კლასიკური სცენარით წარიმართა, როდესაც მოქალაქეებს აღარ უნდოდათ ძველებურად ცხოვრება, ხოლო ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურდა და არ უნდოდა, თავისი ხალხის ხმა მოესმინა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მაშინ მიცემული პირობების შესრულება ეტაპობრივად დაიწყო, მაგრამ ლიდერთა სამეულში უთანხმოებების გამო ბალანსი დაირღვა და პროცესების სტაბილურად განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელი გახდა, აღნიშნა მან.
„ზუსტად რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო რევოლუციის ლიდერების ერთიანობის რღვევა, რომელსაც პროცესების სტაბილური განვითარება უნდა უზრუნველეყო. ამ ფაქტმა მაშინვე არ გამოიწვია შედეგი, მაგრამ თანდათანობით შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო და კინაღამ დანაშაულში გადაიზარდა, ბალანსის დარღვევამ გამოიწვია. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ის შანსი, რომელიც საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჰქონდა, ხელიდან იქნა გაშვებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა და ჟვანიამ მისი ხელისუფლებიდან თანდათანობით ჩამოშორება გადაწყვიტეს, პრეზიდენტმა ავტორიტარული სისტემის აშენება დაიწყო.
სააკაშვილის ძალაუფლება გაფართოვდა და აბსოლუტიზმამდე მივიდა, „ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება ყოველთვის აფუჭებს საქმეს, ის შემდეგი შეცდომების საუძველი ხდება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
„ვარდების რევოლუცია“
ძირითადი მოტივი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელმაც პიკს 22 ნოემბერს მიაღწია. სწორედ ამ დღეს ტარდებოდა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმაციაც პოლიტიკურმა ძალებმა ეჭვქვეშ დააყენეს.
იმავე დღეს სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის წევრები ვარდებით ხელში შევიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩაშალეს შევარდნაძის სიტყვით გამოსვლა და მას დაცვის თანხლებით დარბაზის დატოვება აიძულეს.
შემდგომ შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კრწანისის რეზიდენციის დასაცავად ჯარს და პოლიციას მოუწოდა. თუმცა, პოლიციის ელიტურმა ქვედანაყოფებმაც კი უარი თქვეს მას მხარდაჭერაზე.
გიორგობის დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებთან, სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან (ექს–პრემიერი) მოლაპარაკებები გამართა, რათა მათთან შექმნილი რთული ვითარება განეხილა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ყველა ახალი ამბავი
0