ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან რეკორდებს ხსნის - ახალი სტატისტიკა
© photo: Sputnikსპირტიანი სასმელები
© photo: Sputnik
გამოწერა
2022 წლის ათ თვესთან შედარებით, ექსპორტით მიღებული შემოსავლები 31,7 მილიონი დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი რეკორდულ დონეზეა - ათ თვეში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 153,7 მილიონი დოლარის ალკოჰოლური სასმელები გავიდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის ათ თვესთან შედარებით, ექსპორტით მიღებული შემოსავლები 31,7 მილიონი დოლარით გაიზარდა. იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელი უკვე აღემატება 2022 წლის ექსპორტს - 111,3 მლნ დოლარი. გასულ წელს საექსპორტო ბაზრებზე 138,5 მილიონი დოლარის ალკოჰოლური სასმელის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, რუსეთი, ისევე როგორც ღვინის შემთხვევაში, სპირტიანი სასმელების ექსპორტში ლიდერია. 2023 წლის ათი თვის მონაცემებით, რუსეთს მთლიანი ექსპორტის 32,6% უკავია.
სპირტიანი პროდუქციის საექსპორტო ბაზრები (2023 წლის ათ თვეში):
რუსეთი – 50,16 მილიონი დოლარი,
უკრაინა – 19,52 მილიონი დოლარი,
სომხეთი – 16,05 მილიონი დოლარი,
საფრანგეთი – 15,32 მილიონი დოლარი,
ბელარუსი – 13,87 მილიონი დოლარი,
სინგაპური – 8 მილიონი დოლარი,
აზერბაიჯანი – 6,5 მილიონი დოლარი,
ესპანეთი – 5,34 მილიონი დოლარი,
ყაზახეთი – 3,19 მილიონი დოლარი,
ყირგიზეთი – 2,79 მილიონი დოლარი.