ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებია

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურები
დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში 29,9 ათასი დოლარის ოდენობის ყალბი 10-დოლარიანი კუპიურები გაასაღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოიღეს ორი 100-დოლარიანი და ერთი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0