„საბავშვო ევროვიზია-2023“: ქართველმა კონკურსანტებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს

© courtesy of Eurovision Georgia „საბავშვო ევროვიზია-2023“: ქართველმა კონკურსანტებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს
„საბავშვო ევროვიზია-2023“: ქართველმა კონკურსანტებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს
 - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
კონკურსი 26 ნოემბერს ნიცაში გაიმართება
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“ საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია ვასაძემ ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად ნიცის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტარდება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით.
ყველა კონკურსანტი უკვე ნიცაშია, სადაც „ევროვიზიის“ სცენაზე პირველი რეპეტიციაც შედგა.
ფოტოებიდან უკვე ჩანს, როგორი იქნება სცენა და დეკორაციები, ასევე მონაწილეების კოსტიუმები.
„პირველმა რეპეტიციამ კარგად ჩაიარა. ძალიან გვიხარია, რომ ასეთ დიდ სცენაზე დავდგებით“, - გვიზიარებენ ემოციებს ჩვენი კონკურსანტები.
საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე კომპოზიციას Over The Sky პროექტ „რანინას“ მონაწილეებთან ოთო ბაზერაშვილთან და ნიკოლოზ ხარატთან ერთად შეასრულებს. კომპოზიციის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო").
სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მიეცი საკუთარ თავს საშუალება იმოგზაურო ოცნებებში და გახსოვდეს, რომ გმირი უნდა ეძებო საკუთარ თავში და არა სხვებში.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" პროექტის გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0