პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა, საქართველოს მოქალაქეა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაული პოლონეთის ქალაქ ვიერ-უჟოვში, ნაქირავებ ბინაში ღამით მოხდა, როდესაც ქალი მარტო იმყოფებოდა.
პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც მიმალვა შეძლო, ასევე საქართველოს მოქალაქეა - დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ.
მკვლელობის მოტივი უცნობია - პოლონურმა პოლიციამ დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0