https://sputnik-georgia.com/20231122/kvaracxelia-psj-si-mbapes-secvlis-uanfutbol-284418531.html
კვარაცხელია „პსჟ“-ში მბაპეს შეცვლის– Onefootball
კვარაცხელია „პსჟ“-ში მბაპეს შეცვლის– Onefootball
Sputnik საქართველო
კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T19:27+0400
2023-11-22T19:27+0400
2023-11-22T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276078466_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3e74253e5b7947f1b88a62a7f38b46b1.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ თავდამსხმელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი კილიან მბაპე „პსჟ“-ს დატოვებს, წერს ავტორიტეტული ონლაინ-პლატფორმა Onefootball.საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.საქართველოს ნაკრების რიგებში 2023 წელს კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/18/276078466_73:0:1210:853_1920x0_80_0_0_f77ed099f34b40d01f432cabcce3c097.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვარაცხელია „პსჟ“-ში მბაპეს შეცვლის– Onefootball
კვარაცხელიას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ თავდამსხმელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი კილიან მბაპე „პსჟ“-ს დატოვებს, წერს ავტორიტეტული ონლაინ-პლატფორმა Onefootball.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. ფრანგულ კლუბს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, თავად მბაპეს მადრიდის „რეალში“ უნდა გადასვლა.
„თუ კილიან მბაპე ზაფხულში კლუბს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება. საინტერესოა, რომელი კლუბი იქნება ქართველის შემდეგი გამოწვევა“, – წერს Onefootball-ი.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მან „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 2023 წელს კვარაცხელიას ანგარიშზე ოთხი გატანილი გოლია.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.