https://sputnik-georgia.com/20231122/kaladze-rusetis-winaagmdeg-sanqciebis-dawesebaze-284410130.html
რატომ არ აწესებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს? კალაძის განმარტება
რატომ არ აწესებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო... 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T16:17+0400
2023-11-22T16:17+0400
2023-11-22T16:17+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
კახა კალაძე
საზოგადოება
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_489:470:2048:1347_1920x0_80_0_0_7be7bf8928f3a1716f532dcba6fce77d.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს, რადგანაც იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, განაცხადა მმართველი პარტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.ამასთან, პოლიტიკოსისთვის გაუგებარია ქვეყანამ თუ რატომ უნდა შეზღუდოს ტურისტების საქართველოში შემოსვლა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზ ექსპორტი.„რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის შევზღუდავთ ამით? ვიზღუდავთ თავს და ისევ რთულ მდგომარეობაში ვაყენებთ გლეხებს. თუმცა, ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, რომ როგორმე ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ქვეყანას და შეაჩერონ ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია არ მოიაზრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას>>>ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_616:414:1875:1358_1920x0_80_0_0_8d83bc787b338c505e1c6a9e70532d7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , საზოგადოება, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კახა კალაძე , საზოგადოება, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები
რატომ არ აწესებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს? კალაძის განმარტება
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს, რადგანაც იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, განაცხადა მმართველი პარტი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება სანქციების მიმართ. ჩვენ არ ვუერთდებით და ვერც შევუერთდებით სანქციებს, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ასეთი დამოკიდებულება", - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსისთვის გაუგებარია ქვეყანამ თუ რატომ უნდა შეზღუდოს ტურისტების საქართველოში შემოსვლა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზ ექსპორტი.
„რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის შევზღუდავთ ამით? ვიზღუდავთ თავს და ისევ რთულ მდგომარეობაში ვაყენებთ გლეხებს. თუმცა, ესეც გათვლილია. მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს, რომ როგორმე ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ქვეყანას და შეაჩერონ ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.