https://sputnik-georgia.com/20231122/datvi-egona-da-esrola-qarelsi-mamakaci-mokles-284407741.html
„დათვი ეგონა და ესროლა" - ქარელში მამაკაცი მოკლეს
„დათვი ეგონა და ესროლა" - ქარელში მამაკაცი მოკლეს
Sputnik საქართველო
მამაკაცი მტკვრის სანაპიროზე სათევზაოდ იმყოფებოდა, როცა მას თანასოფლელმა ესროლა. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T14:41+0400
2023-11-22T14:41+0400
2023-11-22T14:41+0400
შემთხვევები საქართველოში
ქართლი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23007/78/230077848_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2767caa30ada72e8d06f1e5ead4d58a5.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი". მამაკაცი მტკვრის სანაპიროზე თევზაობდა, როცა მას თანასოფლელმა ესროლა. „მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა", - ამბობენ ადგილობრივები. ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. „ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში" - აღნიშნეს ადგილობრივებმა. სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა. „არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით ესროლა", – აღნიშნეს მოკლულის თანასოფლელებმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
ქართლი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23007/78/230077848_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_995aecd9089580273eda946f8866156a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ქართლი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ქართლი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
„დათვი ეგონა და ესროლა" - ქარელში მამაკაცი მოკლეს
მამაკაცი მტკვრის სანაპიროზე სათევზაოდ იმყოფებოდა, როცა მას თანასოფლელმა ესროლა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში 60-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი".
მამაკაცი მტკვრის სანაპიროზე თევზაობდა, როცა მას თანასოფლელმა ესროლა.
„მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა", - ამბობენ ადგილობრივები.
ტყვია გარდაცვილს თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
„ვინც ესროლა, ის თვითონ მივიდა პოლიციაში" -
აღნიშნეს ადგილობრივებმა.
სამწევრისში ამბობენ, რომ თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა.
„არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით ესროლა", – აღნიშნეს მოკლულის თანასოფლელებმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.