https://sputnik-georgia.com/20231121/zemolarsi-dres-rusetis-sazrvrisken-mimavali-gza-msubuqi-avtomobilebistvis-gaixsna-284396982.html
„ზემო ლარსი“ დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა
„ზემო ლარსი“ დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა
Sputnik საქართველო
გზაზე შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო მოქმედებდა. 21.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-21T20:39+0400
2023-11-21T20:39+0400
2023-11-21T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/24/238852461_0:40:1280:760_1920x0_80_0_0_3bc8ebf9745d0b84121a0b1ac2230457.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო იყო შემოღებული.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად.ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/24/238852461_107:0:1174:800_1920x0_80_0_0_f060a0b5a8ed47f1916929c24f237cb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
„ზემო ლარსი“ დღეს: რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა
გზაზე შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო მოქმედებდა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვები ზვავსაშიშროების გამო იყო შემოღებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად.
ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღესდღეობით ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.