https://sputnik-georgia.com/20231121/zemo-larsma-rekordi-daamyara-284388135.html
„ზემო ლარსმა" რეკორდი დაამყარა
„ზემო ლარსმა" რეკორდი დაამყარა
Sputnik საქართველო
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 2023 წელს გადაეწყო, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი ტვირთნაკადი რუსეთსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის. 21.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-21T18:31+0400
2023-11-21T18:31+0400
2023-11-21T18:31+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281265908_0:84:961:624_1920x0_80_0_0_0fdd8fbbe0718f7e170553797ccced8d.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე" 2023 წლის ოქტომბერში სატრვირთო ტრანსპორტის გატარების მხრივ რეკორდი დამყარდა, ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში Telegram-ში. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 2023 წელს გადაეწყო, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი ტვირთნაკადი რუსეთსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის (ტვირთნაკადის ნაწილი რუსეთსა და ბოლო ორ ქვეყანას შორის საზღვაოდან სახმელეთოზე გადავიდა). საგზაო ხაზები საკონტროლო პუნქტზე, რომელიც 15 ივნისს გაიხსნა, 15-დან 39-მდე გაიზარდა. ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო და "როსგრანსტროი" "ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-"ზემო ლარსი" ერთადერთი სახმელეთო გამტარი პუნქტია საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281265908_52:0:907:641_1920x0_80_0_0_31b26b81848700f13fafd36e9a1f6170.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საქართველო
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საქართველო
„ზემო ლარსმა" რეკორდი დაამყარა
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 2023 წელს გადაეწყო, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი ტვირთნაკადი რუსეთსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე" 2023 წლის ოქტომბერში სატრვირთო ტრანსპორტის გატარების მხრივ რეკორდი დამყარდა, ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში Telegram-ში.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" 2023 წელს გადაეწყო, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი ტვირთნაკადი რუსეთსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის (ტვირთნაკადის ნაწილი რუსეთსა და ბოლო ორ ქვეყანას შორის საზღვაოდან სახმელეთოზე გადავიდა). საგზაო ხაზები საკონტროლო პუნქტზე, რომელიც 15 ივნისს გაიხსნა, 15-დან 39-მდე გაიზარდა.
„2023 წლის ოქტომბერში სატვირთო ტრანსპორტის გაშვების მხრივ რეკორდი დაფიქსირდა - 1,5 ათასი ავტომობილი დღე-ღამეში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო და "როსგრანსტროი" "ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებენ. როგორც უწყებაში აღნიშნეს, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
„ინფრასტრუქტურის მოწყობამ საშუალება მოგვცა, სასაზღვრო გასასვლელის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში 2,5 ათას სატრანსპორტო საშუალებამდე გაგვეზარდა და არის კიდევ გაზრდის პერსპექტივა", - აღნიშნეს ტრანსპორტის სამინისტროში.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"-"ზემო ლარსი" ერთადერთი სახმელეთო გამტარი პუნქტია საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.