https://sputnik-georgia.com/20231121/saqartvelo-sarwyavi-soflis-meurneobis-ganvitarebis-proeqts-axorcielebs-284387393.html
საქართველო სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ახორციელებს
საქართველო სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ახორციელებს
Sputnik საქართველო
პროექტის საერთო ღირებულებიდან - 70 მლნ ევროდან 35 მილიონი ინფრასტრუქტურული კომპონენტისთვის გამოიყოფა. 21.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-21T17:46+0400
2023-11-21T17:46+0400
2023-11-21T17:46+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217380_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_918643d02242e7a6512fc70af3ea6c15.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სარწყავი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის 70 მლნ ევროს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ჩარჩო ხელშეკრულებას საკრედიტო რესურსების შესახებ „საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის" ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ფანი დელფიმ. სარწყავი სოფლის მეურნეობა არის მიწათმოქმედება, რომელიც ხელოვნური მორწყვის მეშვეობით მიმდინარეობს. სარწყავი სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კლიმატის ტერიტორიებზე. რას მოხმარდება ფული პროექტისთვის განკუთვნილი 70 მლნ ევროდან 35 მილიონი ინფრასტრუქტურული კომპონენტისთვის გამოიყოფა. კერძოდ, თანხები მოხმარდება ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას; ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას; ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას. საქართველო კლიმატური პროექტების განსახორციელებლად მრავალმილიონიან სესხს მიიღებს>>თანხის მეორე ნახევარი მოხმარდება: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას; პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატგონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; კომპანია "საქართველოს მელიორაციის" მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შპს "საქართველოს მელიორაციასთან" ერთად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217380_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_79aff901b8ca4a3a905bfe1b8888be2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველო
საქართველო სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ახორციელებს
პროექტის საერთო ღირებულებიდან - 70 მლნ ევროდან 35 მილიონი ინფრასტრუქტურული კომპონენტისთვის გამოიყოფა.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სარწყავი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის 70 მლნ ევროს გამოუყოფს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ჩარჩო ხელშეკრულებას საკრედიტო რესურსების შესახებ „საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის" ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ფანი დელფიმ.
სარწყავი სოფლის მეურნეობა არის მიწათმოქმედება, რომელიც ხელოვნური მორწყვის მეშვეობით მიმდინარეობს. სარწყავი სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კლიმატის ტერიტორიებზე.
პროექტისთვის განკუთვნილი 70 მლნ ევროდან 35 მილიონი ინფრასტრუქტურული კომპონენტისთვის გამოიყოფა.
კერძოდ, თანხები მოხმარდება ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას; ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას; ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.
თანხის მეორე ნახევარი მოხმარდება: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას; პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატგონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; კომპანია "საქართველოს მელიორაციის" მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შპს "საქართველოს მელიორაციასთან" ერთად.